Logo

ტაბლოიდი

ამერიკაშიც წავალ და იქნებ ტრამპსაც ვეცეკვო, შეუძლებელი არაფერია"- ხატია სიჭინავა

ამერიკაშიც წავალ და იქნებ ტრამპსაც ვეცეკვო, შეუძლებელი არაფერია"- ხატია სიჭინავა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ხატია სიჭინავა ის ტელეწამყვანია, რომელიც ეკრანებიდან წასვლის შემდეგაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. ხატიასა და სპორტსმენ რამაზ ნოზაძის ოჯახი აქტუალობას არასოდეს კარგავს.

ბოლო დროს ჰეითერების განხილვის თემა ხატია სიჭინავას მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები გახდა, რომლებიც ხატიამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დააგენერირა.

სწორედ ამ ფოტოებზე ისაუბრა ხატიამ გადაცემაში "სარკასტიკა" და აღნიშნა, რომ ამ ფოტოებით არავის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა არ ჰქონია განზრახული.

"მე პირადად რაც მომწონს იმას ვაკეთებ, ჩემი კომფორტის ზონაში ვარ და სხვების აზრს ნაკლებად ვითვალისწინებ,"-ამბობს ხატია.

რაც შეეხება წამყვანების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადის რუსეთში სამოგზაუროდ ადამიანი, რომელსაც ტრამპი უყვარს და მასთან ცეკვის ვიდეოსაც ხელოვნურ ინტელექტს ამზადებინებს, ხატია სიჭინავა პასუხობს, რომ სამოგზაუროდ ყველგან დადის, რუსეთის ნახვა აინტერესებდა და ინახულა, ახლა კი ამერიკაში ვიზიტს გეგმავს და არც ტრამპთან ცეკვას გამორიცხავს.

"ამერიკაშიც წავალ და იქნებ ტრამპსაც ვეცეკვო, შეუძლებელი არაფერია," - ამბობს ხატია სიჭინავა.

ავტორი: ზმნა

02/25/2026