Logo

ამერიკული ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით - რუთ უეიკფილდის რეცეპტი

ამერიკული ორცხობილა შოკოლადის ნატეხებით - რუთ უეიკფილდის რეცეპტი

01/31/2026

ტექსტის ზომა

ამჯერად zmna.ge-ს მკითხველს ამერიკული შოკოლადის ორცხობილას რეცეპტს ვთავაზობთ, რომელიც ქართულ საზოგადოებას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, აშშ-ის დაარსების 250 წლისთავზე გაუზიარა.

„რთულად თუ წარმოიდგენდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უიტმენის რესტორნის მფლობელი, რომ მის მიერ შემუშავებული ორცხობილას რეცეპტი საკულტო ამერიკული დესერტი გახდებოდა და თანაბრად ეყვარებოდათ ბავშვებსა და ზრდასრულებს.

რუთ უეიკფილდის შოკოლადის ნატეხებიანმა ორცხობილამ მრავალმილიონიან ინდუსტრიებს ჩაუყარა სათავე, მათ შორის მასობრივ წარმოებასა და ორცხობილას მზა ცომის გაყიდვებს.

დღეს შოკოლადის ნატეხებიანი ორცხობილას უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა, ამბობენ, რომ რუთ უეიკფილდის ორიგინალი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა.

აშშ-ის დაარსების 250 წლისთავზე გიზიარებთ რუთის ორიგინალ რეცეპტს და დავამატებთ თანამედროვე მზარეულების რჩევას: თუ გინდათ, რომ განსაკუთრებით კარგი ორცხობილა გამოგივიდეთ, ცომი 36 საათი მაცივარში დააყოვნეთ,“ - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ორცხობილა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ამერიკულიორცხობილარეცეპტისაელჩო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026