Logo

საზოგადოება

"ამოცანა ამოგვიხსნია - ნატას შურისძიება სდომებია" - მარიამ კუბლაშვილი თამუნა მუსერიძის პირისპირ

"ამოცანა ამოგვიხსნია - ნატას შურისძიება სდომებია" - მარიამ კუბლაშვილი თამუნა მუსერიძის პირისპირ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნატა ვიბლიანის ხმაურიანი საქმე და ახალ-ახალი ინტერვიუები, რომელიც სერიულად გრძელდება და კიდევ დიდხანს იქნება ასე.

ამჯერად ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი მისულიყო პოდკასტში "ვეძებ" და თამუნა მუსერიძისთვის ინტერვიუ მიეცა.

თამუნამ საუბარი დაიწყო იმით, რომ მისი მისამართით არაპირდაპირი მუქარები ისმის და მან მარიამს ჰკითხა - უნდა მეშინოდეს თუ არა რაიმესი?

მარიამ კუბლაშვილი: თქვენ გეკუთვნით ამ საქმის ექსკლუზივი და გაქვთ დიდი დამსახურება, რომ ნატა ვიბლიანის ხმა გაიგო საქართველომ. ყოველთვის არის ორი მხარე. ვინმეს შეიძლება ძალიან მოსწონდეთ და პირიქით. თუმცაღა, თუკი რაიმე მუქარა იყო, შეგიძლიათ მომმართოთ და მე თქვენს ინტერესებს დავიცავ.

მე ბავშვობიდან დაჩაგრული ადამიანების მხარეს ვიყავი. ნატა რასაც ჰყვება, იმ ეპიზოდების მიხედვით, მას გამოვლილი აქვს ძალიან მძიმე ცხოვრება. მას აქვს ტრავმები და ეს ბედნიერი ბავშვობიდან არ არის გამოწვეული.

- გჯერათ, რომ მას აუპატიურებნენ?

- ვინ აუპატიურებდა და რამდენ ხანს, არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ კომპლექსურად მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ძალადობის ეპიზოდებიც ყოფილიყო. როდესაც ის მშვიდად საუბრობს, მის საუბარში არის დამაჯერებლობა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი, რომელიც საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობს, თავად გადაწყვიტა და შეარჩია გარკვეული ხერხი და მიზანი, რომ მიაღწიოს იმ შედეგს, რომლის გაჟღერებას ვერც კი ბედავდა.

- ჯიმშერის უდანაშაულობოს გჯერათ?

- არც არის აუცილებელი ადვოკატს სჯეროდეს, თუმცა მე მჯერა მისი. მე არ მჯერა ემოციების. მე ყოველთვის ვამოწმებ ფაქტებს და მტკიცებულებებს. გამომაქვს დასკვნა: ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილი ქალბატონ ნატას მხრიდან არის რისხვა, გარკვეული ბრაზი. ის კონფლიქტში შევიდა ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახთან, გადაწყვიტა მისი დადანაშაულება.

- საქმის მასალები ნანახი გაქვთ?

- საქმის მასალები ნანახი ვერ მექნება, ის შეიცავს მოწმეთა ჩვენებებს. მოძიებული მაქვს უამრავი ინფორმაცია. მაქვს მოსმენილი მრავალი ხმოვანი ჩანაწერი, ვიდრე ის საჯაროდ განაცხადებდა ბატონი ვიბლიანის სახელს. სექსუალურ დანაშაულებს მოწმეები ვერ ეყოლებათ. მით უმეტეს, ამდენი წლის წინ. აქ რჩება ერთდერთი, რამდენად დამაჯერებელია, თანმიმდევრულია, არ არის ურთიერთ საწინააღმდეგო, როგორც დაზარალებული მხარე ისე, მეორე მხარე.

ნატა ვიბლიანის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოება გაიზარდა. და ის მხარს უჭერს მსხვერპლ ქალს. ეს მომწონს, ეს არის მოტივაციის მიცემა იმ მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებიც ვერ ბედავენ და სცხვენიათ ამის თქმა. კარგია, რომ ნატამ სხვა ადამიანებს მისცა მოტივაცია.

ის არის მსხვერპლი და მას აქვს ტრავმები. როდესაც ის საუბრობს, მე ამ ტრავმებს ვხედავ. არ ვეთანხმები ნაწილში, სადაც ამბობს: ყველამ, მთელმა სვანეთმა იცოდა, რომ სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, 14 წლის ასაკში დავორსულდი და იმის ნაცვლად, რომ მხარი დაეჭირათ, გამაძევეს და ჩამქოლესო.

- ნატას ოჯახი რატომ გაასახლეს იცით?

- ვერ ვიტყვი. თქვენ რა იცით?

- ნატას სახლში ჩაასახლეს ძებნილი, ჯიმშერ ვიბლიანის ცოლის ძმა. ამ კაცისგან დაორსულდა ნატას დედა და რახან ეს მოხდა, ანუ უკანანო კავშირით დაორსულდა, ოჯახი გაასახლეს სვანეთიდან. ბავშვი გაჩნდა 2002 წელს და წლინახევრის შემდეგ, ეს ბავშვი გაშვილდა გალში.

- ნატას ჰქონია მიზეზი, რატომაც უნდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაამწაროს. ჯიმშერ ვიბლიანზე შურისძიება სდომებია. ამოცანა ამოგვიხსნია. კონფლიქტური ფონი რომ აქვს, ეს ჩანდა.

მთაში დაჩაგრულს დაიცავდნენ და ნუ ამბობს, რომ მსხვერპლი იყო და დაჩაგრეს...

  • სრული ინტერვიუ ბმულზე

ავტორი: ზმნა

08/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024