Logo

კულტურა

ანა ურუშაძის ფილმი, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

ანა ურუშაძის ფილმი, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილის - ანა ურუშაძის ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი“ (Supporting Role) როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

ანა ურუშაძე

სურათმა ორი ჯილდო დაიმსახურა - ჟიურის სპეციაური პრიზი და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

კინო

„მეორეხარისხოვანი როლი“ მოგვითხრობს ქართული კინოს ოდესღაც ცნობილ ვარსკვლავზე, რომელიც უცხოეთში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. ახალგაზრდა რეჟისორი ქალი მას ქასთინგზე იწვევს, თუმცა ეს არა მთავარი, არამედ მეორეხარისხოვანი როლია. თვითკრიტიკას გადაჩვეული მსახიობი, რომელიც ძირითადად, მომხიბვლელ გმირებსა და პროტაგონისტებს თამაშობდა, მეორეხარისხოვანი როლის შეთავაზებას ლამის შეურაცხყოფად იღებს. თუმცა, თანდათანობით, ისე რომ ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებს, იწყებს მისთვის უცხო პერსონაჟით დაინტერესებას, ახალი როლით ცხოვრებას და ბოლოს რეჟისორის შეთავაზებას თანხმდება.

მეორეხარისხოვანი როლი

ფილმი საქართველოს, ესტონეთისა და თურქეთის კო-პროდუქციაა.

ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი - დათო ბახტაძე თამაშობს. ფილმში მას პარტნიორობას ნატო მურვანიძე, ნინო კასრაძე და ირაკლი კვირიკაძე უწევენ.

დიახ, ასეთი არაჩვეულებრივი დასი შეკრა ანამ. იმედია, ფილმს ამ წარმატების შემდეგ, სამშობლოში, მალე ვიხილავთ.

დათო ბახტაძე

ავტორი: ზმნა

02/27/2026