Logo

ჯანმრთელობა

ანტიბაქტერიული საპონი: სარგებელი თუ ფარული საფრთხე ჩვენი კანისთვის? - ინფექციონისტის განმარტება

ანტიბაქტერიული საპონი: სარგებელი თუ ფარული საფრთხე ჩვენი კანისთვის? - ინფექციონისტის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სისუფთავეზე ზრუნვა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირად გადაჭარბებულმა მონდომებამ შესაძლოა იმაზე მეტი ზიანი მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი.

დღესდღეობით ბევრი ადამიანი ხელის დასაბანად თუ ჰიგიენის სხვა პროცედურებისთვის, რეგულარულად იყენებს ანტიბაქტერიულ საპნებს, იმ იმედით, რომ ეს მათ ინფექციებისგან უკეთ დაიცავს. სამედიცინო საზოგადოება კი სულ უფრო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ეს პრაქტიკა გამართლებული არ არის.

საპონი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს:

"ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ ანტიბაქტერიულ საპნებს ხელის, ტანის და შორისის დასაბანად. ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული, რადგან ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი კანის გაღიზიანებას და ქავილს. ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას.

საპონი

განსაკუთრებით მიზანშეუწონელია ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება შორისის დასაბანად. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს, კერძოდ, სიმშრალე, ქავილი, სოკოს რეაქტივაცია. ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას.

საყოფაცხოვრებო პირობებში წყლით და ჩვეულებრივი საპნით/გელით ხელის და ტანის დაბანა სრულიად საკმარისია მექანიკური გასუფთავებისა და პათოლოგიური ბაქტერიების უმრავლესობის მოსაცილებლად. შორისის დასაბანად არსებობს სპეციალური გელები, რომლებიც ინარჩუნებენ ლორწოვანის ნორმალურ ბალანსს.

საპონი

ანტიბაქტერიული საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებებში, ისიც კონკრეტულ სიტუაციებში. ასევე, ზოგჯერ შეიძლება ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად დაუნიშნოს ანტიბაქტერიული საპნით დაბანა.

მოკლედ, მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტი მცდელობა ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს და უნდა მოვერიდოთ,” - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

03/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024