Logo

სასარგებლო რჩევები

ანტიოქსიდანტი ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა - მაია ბუწაშვილი

ანტიოქსიდანტი ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა - მაია ბუწაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ღვინის (განსაკუთრებით წითელი ღვინის) სასარგებლო თვისებების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს მითს უწოდებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

ექიმი ამბობს, რომ კვლევა, რომელიც ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობით მიღებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის სასარგებლოდ მიიჩნევს, გადახედვას მოითხოვს. ის ადამიანები, კი რომლებიც ღვინის მიღებას მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო განაგრძობენ, თავს იტყუებენ.

ღვინო

„არსებობს ადრე გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის კუთხით. ამ კვლევას უამრავი ცდომილება ახლავს და ამის განხილვას აქ არ დავიწყებ (ეპიდემიოლოგიას როცა ვასწავლი სტუდენტებს, ერთ-ერთ მაგალითად ეს სტატია მომყავს კვლევაში არსებული ხარვეზების განხილვისთვის).

რეალობა ისაა, რომ ანტიოქსიდანტი (რეზვერატროლი), რომელსაც ხშირად იშველიებენ ღვინის სასარგებლო თვისებების აღსაწერად, ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა.

თუ ანტიოქსიდანტის მიღება გვინდა, რაღა მაინცდამაინც ღვინო, უამრავ სხვა პროდუქტშია, მაგალითად, ყურძენი, კენკრა, შავი შოკოლადი და ა.შ.

ღვინო

ადამიანებს ეს არგუმენტი თითქოს თავის მართლების საშუალებას აძლევს, დალევა კი არ უნდათ, ღვინო სასარგებლოა და იმიტომ სვამენ (ანტიოქსიდანტის მიღების მიზნით ნუ დაიტანჯებით ღვინის დალევით).

ღვინოს თუ ვიღებთ, თავი კი არ უნდა დავიმშვიდოთ (და ახლობლები), რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებთ, უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომ ჩვენი ჯანმრთელობის რისკებზე მივდივართ იმიტომ, რომ მოგვწონს ალკოჰოლის მიღების შედეგები (განწყობის შექმნა, დათრობა თუ რა ვიცი, ვისაც რატომ მოსწონს),” - წერს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: ზმნა

12/09/2025

მაია ბუწაშვილიმითისასარგებლოღვინო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024