Logo

“აფიშაზე წერია: „სესილია და ვერიკო" - ეს უმეცრებაა, ვერიკო ყველა განზომილებით პირველია" - იოსებ ჭუმბურიძე

“აფიშაზე წერია: „სესილია და ვერიკო" - ეს უმეცრებაა, ვერიკო ყველა განზომილებით პირველია" - იოსებ ჭუმბურიძე

01/31/2026

ტექსტის ზომა

მარჯანიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებას, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, თეატრალური კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე იოსებ ჭუმბურიძე კრიტიკული განცხადებით ეხმაურება.

ჭუმბურიძის შენიშვნა ღონისძიების აფიშამ დაიმსახურა, სადაც ჯერ სესილიას სახელი წერია, მერე კი ვერიკოსი.

“აფიშაზე წერია: „სესილია და ვერიკო".

ეს მრავალდონიანი უმეცრებაა.

თავი დავანებოთ იმას, რომ ვერიკო ყველა განზომილებით პირველია და მისი ივდითი არა მხოლოდ ერთი, მთელი ქართული თეატრის სიმბოლოა.

ივდითი - „ოცხელის სავარძელში" იგივეა, რაც ფიროსმანის „ნუკრი გადაჭრილ ხესთან"...

მაგრამ ხომ ვთქვით, თავი დავანებოთო?!

კი, ბატონო, მაგრამ...

ისევ მაგრამ:

ვერიკოს უპირატესობა ფორმალური ნიშნებითაც ეკუთვნის: გვარი იწყება ან - ზე; სახელი იწყება ვინ - ზე;

ასაკით უფროსი ვერიკოა,” – წერს კრიტიკოსი სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს, რომ საზოგადოება მისი კრიტიკის გაზიარებას ვერ გაბედავს და ბევრი მეგობარი მხოლოდ პირად მიმოწერაში დაეთანხმება.

„ვიცი, ახლა ბევრი მომწერს, გეთანხმებიო, ყოჩაღო, ვინმეს ხომ უნდა ეთქვაო... ოღონდ, პირადში მომწერენ. მესმის მათი...“

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აფიშავერიკო ანჯაფარიძეკრიტიკასესილია თაყაიშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026