Logo

ბიზნეს ამბები

Apple ბიუჯეტური iPhone 17e-ისა და iPad Air-ის ორი ახალი მოდელის გაყიდვას იწყებს

Apple ბიუჯეტური iPhone 17e-ისა და iPad Air-ის ორი ახალი მოდელის გაყიდვას იწყებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„როიტერსის“ ინფორმაციით, Apple დღეიდან ბიუჯეტური iPhone 17e-ისა და iPad Air-ის ორი ახალი მოდელის გაყიდვას იწყებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯით კომპანია ბაზრის წილის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს.

iPhone 17e-ის შიდა მეხსიერება 256 GB იქნება, ხოლო მისი საწყისი ღირებულება 599 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ iPhone 16e-ის საწყისი ფასიც 599 დოლარი იყო, თუმცა ამ მოდელის მეხსიერება 128 GB-ს შეადგენდა. ანალიტიკოსთა ნაწილი დიდი მეხსიერების მქონე მოწყობილობის იმავე ფასად შეთავაზებას ფაქტობრივ ფასდაკლებად მიიჩნევს, რადგან ადრე მომხმარებლებს მაღალი ტევადობის ვერსიის შესაძენად დამატებითი თანხის გადახდა უწევდათ. 70-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მომხმარებლებმა iPhone

17e-ის წინასწარი შეკვეთა 4 მარტიდან დაიწყეს, მოწყობილობის გაყიდვა კი დღეიდან იწყება.

ექსპერტების შეფასებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასის მქონე მოდელებზე აქცენტი Apple-ს საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიოს განსაკუთრებით აზიის ბაზარზე აქტიურ მწარმოებლებს და მომხმარებლებს შესთავაზოს შედარებით იაფი, მაგრამ ტექნიკურად ძლიერი მოწყობილობები. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სტრატეგია Apple-ს საშუალო ფასის სეგმენტში, პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.

ავტორი: ზმნა

03/10/2026