Logo

"არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი"- გელა დაიაურის ლექსი, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს

"არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი"- გელა დაიაურის ლექსი, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს

12/04/2025

ტექსტის ზომა

გელა დაიუარის ამ ლექსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "არ დაგავიწყდეს რომ ხარ ქართველი" - ხევსური პოეტის ლექსს, ფეისბუქზე, ასეულობით გულშემატკივარი აზიარებს.

***

"იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,
გულში სიკეთის გენთოს სანთელი
და არასოდეს არ დაგავიწყდეს,
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

შენი მამულის ტრფობით იწვოდე,
არ დაივიწყო ენა თავისი,
სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდეს
შენი შავლეგო, შენი დაისი.

ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,
მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,
`ჰკა, მაგას' - ა და `ვაშა' - ს ძახილში
არ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ

დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,
ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.

და თუ დადგება წამი - ყიოში,
თუ სული დადნა როგორც ფანტელი,
როცა მოკვდები, საიქიოშიც
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი."

გელა დაიაური

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026