Logo

"არ გიყვარვარ, არ გსიამოვნებს ჩვენთანო. ჰგონიათ, რომ ჩემში პრობლემაა" - გიორგი ღოღობერიძე

"არ გიყვარვარ, არ გსიამოვნებს ჩვენთანო. ჰგონიათ, რომ ჩემში პრობლემაა" - გიორგი ღოღობერიძე

10/07/2026

ტექსტის ზომა

ადამიანები ორ ტიპად იყოფიან - ინტროვერტად და ექსტროვერტად. ეს ორი ძირითადი პიროვნული ტიპი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ როგორ იღებენ და აღადგენენ ენერგიას.

ინტროვერტი ენერგიას მარტოობისგან და მშვიდი გარემოდან იღებს. ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას გადაღლას გრძნობს. ექსტროვერტი საპირისპიროდ - უყვარს აქტიურობა, ხალხმრავალი შეხვედრები და ახალი ნაცნობები. აზრებს ხმამაღლა გამოხატავს და საუბარშივე აყალიბებს თავის პოზიციას. მარტოობა თრგუნავს.

გიორგი ღოღობერიძე ინტროვერტი აღმოჩნდა. როგორც ის "ნამდვილ ექიმებში" სტუმრობისას ამბობს, თითქმის არასდროს იხდის დაბადების დღეს და ამ დღეს მარტოობაში ატარებს. არ უყვარს წვეულებებზე და საღამოებზე სიარული.

გიორგი ღოღობერიძე: მე ძალიან კლასიკური ინტროვერტი ვარ. მართალია, ეკრანზე ხშირად ვჩანვარ, მაგრამ ეს სიმორცხვეში არ უნდა ავურიოთ. სიმორცხვის დროს ადამიანს სოციალური განსჯის შიში აქვს. ამიტომ შეიძლება არ იყოს ეკრანზე და იყოს ცალკე. მაგრამ ინტროვერტებს ამის შიში საერთოდ არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კომფორტულად, თუ მხოლოდ ჩვენ და კამერა ვართ. წლებია თავზე ვმუშაობ და სხვასთან ერთად კამერის წინ ყოფნის უხერხულობა გადავლახე, მაგრამ დისკომფორტი ყოველთვის რჩება.

კლასიკური ინტროვერტი ვარ და არც ბოლო ზარზე, არც უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოებზე არასდროს ვყოფილვარ.

ვინმესთან ერთად თითქმის არც ერთ დაბადების დღეს არ აღვნიშნავ. ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის მარტო ვარ.

სოციალური ინტერაქცია ძალიან მღლის. ბევრი ამას ვერ იგებს და წყენას გამოხატავს - ალბათ, არ გიყვარვარ, არ გსიამოვნებს ჩვენთან ერთად, შენი მეგობრები არ ვართ... - კლასელები, ინსტიტუტელები ვერ გიგებენ და ჰგონიათ, რომ შენში სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამ დროს უბრალოდ ინტროვერტი ხარ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026