Logo

"არ იწუწუნო, ტვინს უნდა მიაწოდო, რომ კარგად ხარ" - იუბილარ კირა ანდრონიკაშვილის რჩევები

"არ იწუწუნო, ტვინს უნდა მიაწოდო, რომ კარგად ხარ" - იუბილარ კირა ანდრონიკაშვილის რჩევები

11/15/2025

ტექსტის ზომა

კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია. მსახიობი 80 წლის გახდა. დღემდე არაჩვეულებრივად ლამაზი და სათნოა. "ზმნასთან" ხუმრობს - ჯერ არ დავბადებულვარ, საღამოს ათ საათზე დავიბადებიო.

ჩვენს მკითხველს კი იმ პატარა რეცეპტს აწვდის, რითიც ასაკში მხნეობისა და სილამაზის შენარჩუნებას შევძლებთ. მას კი, ნამდვილად უნდა ვენდოთ...

კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი: - როგორც გამოვიყურები, იმდენი წლის გავხდი. თქვენც რომ ასე იყოთ, ამისთვის:

ტვინს უნდა მიაწოდო, რომ კარგად ხარ. სულ რომ რამე გტკიოდეს, უნდა იმეორო, იფიქრო, რომ კარგად ხარ; უკეთ გახდებით და ეს მოგეხმარებათ.

არ შეიძლება წუწუნი და ადამიანების შეწუხება. მე რომ არ ვწუწუნებ, ჰგონიათ, რომ არაფერი მაწუხებს. ან რატომ უნდა ვიწუწუნო? ადამიანი ვარ და ღმერთმა ბევრი სიკეთე მომცა...

უსმინეთ მუსიკას, განწყობისთვის. საქმის, სადილის მზადების დროს, ჩაცმის დროს და ყველაფერი უკეთ გამოგივათ.

აფრქვიეთ პოზიტივი. გაიღიმეთ, ქუჩაშიც კი... უცნობებს რომ გაუღიმოთ, ეს სიგიჟე არ არის.

არ იყოთ ჩამოჩაჩული. თავი ფორმაში მოიყვანეთ, თითქოს სადმე მიდიხართ.

კირა ანდრონიკაშვილი

არ არის საჭირო იდგე ხატებთან, ისედაც შეგიძლია იესოს ლოცვის თქმა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

უნდა იფიქრო, რომ სხვა შენზე უარესად არის, მეტად უჭირს. ყველაფერში კარგი უნდა დაინახო.

არ ვარ კონფლიქტური. გავატარებ ხოლმე. არ ვბრაზდები. ეს მოქმედებს გარეგნობაზე.

დიდი მადლობა ყველას. ამდენი ხალხი წუხდება, მილოცავენ.

მადლობა...

კირა ანდრონიკაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

ასაკითავის მოვლაიუბილარიმსახიობი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026