Logo

სასარგებლო რჩევები

"არ მახსოვს, მოუწესრიგებელი ნანი. დაუვარცხნელი ყოფნა, ჩემთანაც კი ერიდება" - ეკა მამალაძე დედაზე

"არ მახსოვს, მოუწესრიგებელი ნანი. დაუვარცხნელი ყოფნა,  ჩემთანაც კი ერიდება" - ეკა მამალაძე დედაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკა მამალაძემ კოტე მათითაშვილთან ვიდეოინტერვიუში - "კოტ cast"-ი სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის თავის მოვლაზე, კვებაზე, მოწესრგებაზე...

გთავაზობთ ამონარიდს.

ეკა მამალაძე: ნანისგან ეგ უნდა ისწავლოთ. დედაჩემი სულ ამბობს, არასდროს ადგეთ სუფრიდან გამძღარიო. უკაცრავად გამოთქმისთვის. ადექით, მსუბუქად, შიმშილის გრძნობითაც კი. მე რომ ვჭამ, ისეთი თვალებით მიყურებს, შეიძლება ლუკმა ვერ გადავყლაპო. თვითონ გვიან საღამოს არ იკვებება. ამიტომ ნანი დიეტაზე არასდროს ყოფილა.

მე დიეტაზე როგორ არ ვყოფილვარ. ზაფხულში ძალიან ავკრიფე წონა. კაცები რომ ჭამენ, ისე გემრიელად მიყვარს კვება. დღის მეორე ნახევარში მადის გამხეცება მქონდა. და სექტემბერში რომ დავჯექი, ქვემოთა ნაწილში ვიგრძენი, რომ ჩავსუქდი. აი, მაშინ შემეშინდა, ვაიმე, მე ახლა ეს წონა კიდე თუ გამექცა, დავიღუპები-მეთქი. ნანიმაც მითხრა, მე მგონი, დედა ცოტა გასუქებული ხარო. იქ მივხვდი, რომ ძაან მსუქანი ვიყავი უკვე. ვწვალობ, მაგრამ უკვე დავიკელი.

ნანი დროში არასდროს არის ჩარჩენილი. რაღაცებს ალღოთი ხვდება. მოიშორე, ეს ადრე იყოო, რაღაცაზე მითხრა. იშვიათია მის ასაკში დროში არ ჩარჩე. ჩაცმაში, რეპერტუარში, ფეხს უწყობს. ამიტომ აქტუალურია ყოველთვის.

ნუ გახვალ ისე სახლიდან, რომ თვალზე და ტუჩზე არ წაისვაო, მთხოვს ხოლმე. რახან საჯარო პერსონა ხარ, უნდა გამოიყურებოდე ლამაზად. ასეც არის. რომც არ იყო საჯარო პერსონა, შენს თავს ეცი პატივიო, იცის თქმა. სადარბაზომდე გამომეკიდება ფანქრით, დედა ეს წაისვიო.

89 წლის არის და არ მახსოვს, მოუწესრიგებელი გამოსულიყო საძინებლიდან. ჩემთანაც კი ერიდება დაუვარცხნელი გამოსვლა.

ავტორი: ზმნა

12/12/2025