Logo

კულტურა

"არ მახსოვს შემთხვევა, ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს" - გოგი გვახარია მოხსნილ პრემიერას ეხმიანება

"არ მახსოვს შემთხვევა, ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს" - გოგი გვახარია მოხსნილ პრემიერას ეხმიანება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

7-8 თებერვალს, ბათუმის დრამატული თეატრი, 147-ე თეატრალურ სეზონზე რიგით III პრემიერით უნდა წარმსდგარიყო.

"DARK WEB" - გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლია, რომელსაც მაყურებელი ელოდა. მასში მონაწილეობენ მსახიობები: მეგი კობალაძე, დავით ჯაყელი, ეკატერინე ჩავლეიშვილი, გიორგი ყურავა, თეონა შამილაძე, თათია თათარაშვილი...

სპექტაკლი საპრემიერო ჩვენებამდე ორი დღით ადრე მოიხსნა.

აფიშა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა განცხადება გაავრცელა:

"თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას".

ფაქტს ხელოვნებათმცოდრე, კრიტიკოსი და პუბლიცისტი - გოგი გვახარია ეხმიანება. ის ფეისბუქზე წერს:

"ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.
ჰოდა, არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს :)

სტალინი და მისი "რედაქტორებიც" კი , როცა რამეს იწუნებდნენ ან კრძალავდნენ, ამას ხსნიდნენ "ისტორიის ცუდი ცოდნით" ("ივანე მრისხანე"), ფორმალიზმით ("ჩემი ბებია"), უკონფლიქტობით (აბრაამ რომის "მკაცრი ყმაწვილი"), ნაციონალიზმით (სავჩენკოს "ბედნიერება")... აღარაფერს ვამბობ შემდგომ ეპოქებზე - "მაყურებელი ტოვებს დარბაზს" ("დიდი მწვანე ველი"), "მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე" ("გიორგობისთვე"), პორნოგრაფია ("ანდრეი სმირნოვის "შემოდგომა")...

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით, რატომ გააკეთა? აბა, რატომ გააკეთა? სულელები გგონიათ? არა, ყველა ცენზორი, ცხადია, სულელია, მაგრამ ესენი არა! ამით ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პატაკი ჩააბარა პარტიას - ხო ხედავ როგორი ერთგული ვარ, ჩემზე ერთგულს ვერ ნახავ ვერსად, იმიტომ ავკრძალე რომ "ჩვენიანი", უფრო სწორად "შენიანი" არ აღმოჩნდა მისი ავტორიო. ჰოდა, დიდება პარტიასო!
მლიქვნელობა, მაამებლობა, ლაციცობა უცხო არასდროს ყოფილა ჩვენში (და არა მარტო ჩვენში), მაგრამ დღეს ამან ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ადამიანთა ცხოვრების წესი გახდა. მართალი თქვა შალვა პაპუაშვილმა, "სხვა დროში ვცხოვრობთ". ვისაც ეს დრო მოგწონთ, ღმერთმა შეგარგოთ" - გოგი გვახარია.

ავტორი: ზმნა

02/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024