Logo

დღის ამბავი

"ჩემი ცხოვრება მამა გაბრიელის ცხოვრებას მიემსგავსა..." - არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

"ჩემი ცხოვრება მამა გაბრიელის ცხოვრებას მიემსგავსა..." - არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.


"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება
ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"

როგორც არქიმანდრიტი "ზმნასთან"კომენტარში ამბობს, ეს ამბავი ტელეკომპანია "ფორმულაში ყოფნისას შეიტყო.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მამა ილიას რა ბედი ჰქონია. თავისი ჯვრის ახსნაც პირდაპირ ეთერში მოისმინა და ჩემი ჯვრის ახსნაც.

დღეს არ ველოდი, ხვალ უნდა აღესრულათ გადაწყვეტილება. დღეს რატომ დააჩქარეს და კომისიის გარეშე რა პროცესით მოხდა ამის აღსრულება, ეს სრულიად მოულოდნელია.

არაფერი ისეთი, ეს არის ჩვენი გამარჯვება რუსულ ოცნებასა და რუსულ საპატრიარქოზე.

როგორც ქრისტემ უთხრა იუდას, მიდი და გააკეთე რაც ჩაიფიქრეო, ასე მაქვს ანდრია ჯაღმაიძისთვის ნათქვამი, მიდი და გააკეთე-მეთქი. მათგან სასჯელი ჩემთვის ჯილდოა, როცა რუსი გსჯის, ესე იგი ქართველი ხარ.

- ახლა რა შედის თქვენს გეგმებში?

- გეგმა იგივეა, ქვეყანა და ეკლესია უნდა გავათავისუფლოთ რუსმადიდებლობიდან. ეს გეგმა მქონდა და მექნება მის აღსულებამდე. როცა ქვეყანა და ეკლესია გათავისუფლდება, სადმე მყუდროდ ბერობას გავაგრძელებ.

მე ბერი ვარ. ბერისთვის მღვდლობა ცოტა ზედმეტი ტვირთია, თუმცა პატივია. თეთრი მღვდელი რომ განკვეთონ, ის ჩვეულებრივი ერის კაცი ხდება, მე ისევ ბერი ვარ.

მამა გაბრიელიც არქიმანდრიტი იყო, ისიც დასჯილი იყო ცხრაჯერ. ის არის ერთადერთი ბოლო წმინდანი, ვინც ეკლესიაში გვყავს. ჩემი ცხოვრება მიემსგავსა მის ცხოვრებას. მე მის მფარველობას ვგრძნობ.

სტუდენტობის დროს, სემინარიაში ვნახე. სტუდენტები ესაუბრებოდნენ. სალოსი არისო, რომ გავიგე, შემეშინდა და შორიახლოს ვიდექი, რამე არ მითრას-მეთქი. თვითონ დამიძახა და მითხრა, ნუ გეშინია, შვილო, შენს გამოსახსნელად მეცხრე ციდაც ჩამოვიდა ქრისტეო. მას შემდეგ ვგრძნობ მისგან და მით უმეტეს ქრისტესგან მფარველობას.

ჯერჯერობით სამებაში ვიქნები. მორჩილად ვარ. თუ აქედანაც გამიშვებენ, მოვიფიქრებ რამეს. ვნახოთ. ბევრი ეკლესია მაქვს აშენებული, რომელიც წამართვეს. არა უშავს... ღმერთს მადლობა, არ მეგონა, თუ ასე დამაფასებდა ღმერთი და ასე საპატიო ადგილას დამაყენებდა ქართველი ერის წინაშე.

ავტორი: თამარ გონგაძე

12/15/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024