ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია", მეუღლესთან ერეკლე ღლონტთან 18 წლიანი ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის დანგრევის შესახებ ისაუბრა.
მსახიობი ამბობ, რომ მის გადაწყვეტილებას შვილები თავდაპირველად უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა წლების შემდეგ მათთვის ყველაფერი გასაგები გახდა.
"სერიოზული გრძნობამ დამაკავშირა ჩემს ყოფილი მეუღლესთან, რომელთანა გადავწყვიტე ოჯახის შექმნა.
18 წელი ვიყავით ერთად, მაგრამ 18 წლიანი ურთიერთობის დროს, რაღაც გარკვეული დროის მერე დაიწყო პრობლემები - გაჩნდა ერთი ბზარი, მეორე...
მე ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღება დამაგვიანდა...
ჩვენს შორს განხეთქილება უფრო ადრე მოხდა. მაგრამ 18 წლის მერე გადავწყვიტე, რომ არ შეიძლება ეს გაგრძელდეს. რაღაც ძალიან ნამდვილი და ძალიან სათუთი დავკარგე. ზოგჯერ ხდება, რომ ურთიერთობაში რაღაც მთავრდება და მერე რაღაც სხვა იწყება. ვნება, სიყვარული მთავრდება და გადადის დიდ მეგობრობაში. მაგრამ ჩვენთან არ მოხდა ასე, არაფერში არ გადავიდა და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ინიციატორი მე აღმოვჩნდი ამ შემთხვევაში. არ ვნანობ, იმიტომ,რომ რაც იყო, იმის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
შვილების მხრიდან თავიდან დიდი განცდა იყო, მაგრამ მერე მე მგონი გამამართლეს... იმიტომ რომ ის რაც იყო, იყო უვარგისი და მე არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ეყურებინათ ჩვენი გაუთავებელი კონფლიქტისთვის - იმისთვის, თუ როგორ ებრძვის მამა დედას და დედა მამას.
თავიდან ამას ვერ მიხვდნენ... როგორიც არ უნდა იყოს დედა და მამა, შვილებს ყოველთვის უნდათ, რომ ისინი ერთად იყვნენ... მერე დრო გადის, იზრდებიან და ხვდებიან, რომ ასე ჯობს," - თქვა მსახიობმა.
06/08/2026