Logo

კულტურა

"არ მინდოდა და საძინებელში შემიტყუა." მაშინ ლეგენდარული ტენორი დაუნდობლად კორტნეს" - რატომ იხსენებს მსოფლიო სკანდალს სცენარისტი თეონა ჯორბენაძე

"არ მინდოდა და საძინებელში შემიტყუა." მაშინ ლეგენდარული ტენორი დაუნდობლად კორტნეს" - რატომ იხსენებს მსოფლიო სკანდალს სცენარისტი თეონა ჯორბენაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე 43 წლის გახდა. ნინო უცხოეთში მოღვაწეობს. მას მსოფლიოს საოპერო სამყაროში კარგად იცნობენ.

2005 წელს ნინო კონკურსით ჩაირიცხა ლა სკალას ახალგაზრდა ვოკალისტთა აკადემიაში.  600 პრეტენდენტს შორის გამარჯვებული სულ 9 მომღერალი გახდა და მათ შორის სამი საქართველოდან – ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და ირინე კაპანაძე. სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელში, 2006 წელს, შედგა მისი დებიუტი ლა სკალას სცენაზე მარის როლით დონიცეტის ოპერაში „პოლკის შვილობილი“. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა შეთავაზებები სხვა როლებზე.

ნინო მაჩაიძე

აკადემიაში სწავლის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა, ნინო მაჩაიძეს მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების კარი გაუხსნა. მომღერლის ინტერნაციონალური კარიერა 2008 წელს, ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალზე დაიწყო. მან, როლანდო ვილასონთან წყვილში, შარლ გუნოს ოპერაში „რომეო და ჯულიეტა“, ჯულიეტას როლი შეასრულა. ნინო მაჩაიძის გამოჩენა ამ როლზე დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ავსტრიელი პუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ამ სპეკტაკლში მიჩვეული იყო „ვარსკვლავური წყვილის“ ნეტრებკო–ვილასონის ნახვას. ამ წელს ანა ნეტრებკომ ოჯახური გარემოებების (შვილის დაბადება) გამო ვერ შეძლო ფესტივალში მონაწილეობის მიღება და იგი ნინო მაჩაიძემ შეცვალა. ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ღირსეული პარტნიორობა გაუწია თავის გამოცდილ და ცნობილ მეწყვილეს. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ დაიწერა რეცენზიაში, რომ „ზალცბურგის ფესტივალზე ნამდვილი ჰოლივუდური სტილის  ოპერის ვარსკვლავი დაიბადა“. ამ როლით ნინო კოვენტგარდენისა და ლაფენიჩეს საოპერო სცენების მსმენელთა წინაშეც წარსდგა.

ნინო მაჩაიძე

2011 წლის 26 სექტემბერს მომღერალი დაქორწინდა იტალიელ ბარიტონ გვიდო ლოკონსოლოზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ნინო მილანში ცხოვრობს და საოპერო სცენების დაპყრობას განაგრძობს.

***

სცენარისტი თეონა ჯორბენაძე, ფეისბუქზე, დაბადების დღეს ულოცავს ნინოს და იხსენებს პლასიდო დომინგოსთან დაკავშირებულ ფაქტს, როდესაც რამდენიმე წლის წინ, საოპერო ვარსკვლავის ცხოვრებაში დიდი სკანდალი ატყდა - მას ქალბატონები სექსუალურ შევიწროებაში ამხელდნენ.

P.S. ნინო და ლეგენდარული ესპანელი ტენორი, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო სცენებზე, არაერთხელ შეხვედრილან...

ნინო მაჩაიძენინო მაჩაიძე

თეონა ჯორბენაძე: იმდენ სიკეთეს და სიხარულს ასხივებს, რომ ასე მგონია, ვერასდროს ვერანაირი ნეგატივი ვერ გაუბედავს გაკარებას.

ბედნიერი გზა ჩვენს ძვირფას ნინოს თავის ანგელოზებთან ერთად.

ნინო მაჩაიძე

ბოლო დროს, ერთი ამბავი სულ უფრო ხშირად მახსენდება. “Me To” რომ აღზევდა, თუ გახსოვთ ერთ-ერთმა ყველაზე მძიმე ტალღამ დომინგოს გადაურა.

„არ მინდოდა და საძინებელში შემიტყუა“ - ქალებმა საჩივარი საჩივარზე წერეს, უცნაურად კი ჩანდა 40 წლის წინანდელის გახსენება, მაშინ როცა მტყუან-მართალის გარჩევა უკვე უბრალოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ისე აგორდა, რომ ფაქტები და სინამდვილე ვიღას აინტერესებდა.

პლასიდო დომინგო

დაიწყო საჯარო ჩაქოლვების სერია, მაგრამ გამაოგნებელი და შემზარავი სხვა რამ იყო, ლეგენდარული ტენორი ერთ წამში გაიმეტა მუსიკალური სამყაროს დიდმა ნაწილმა, მოხსნეს სპექტაკლებიდან, გაანთავისუფლეს თეატრის ხელმძღვანელის პოზიციიდან, მერე ტროლ-ბოტობა შეასიეს და კორტნეს დაუნდობლად.

პლასიდო დომინგო

იმ წელს ზალცბურგის ფესტივალზე უნდა ემღერა და ზეწოლისა და კეთილისმსურველთა ზარების მიუხედავად, საბედნიეროდ, ფესტივალის დირექცია პრინციპული აღმოჩნდა და კონტრაქტი ძალაში დატოვა.

ამ კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღო ნინო მაჩაიძესაც და ბევრს ეგონა, რომ აგორებული კამპანიის გამო, სიფრთხილეს გამოიჩენდა და რაიმე მიზეზით უარს იტყოდა. რა თქმა უნდა, ნინო ჩავიდა და იმღერა პლასიდოსთან ერთად.

ნინო მაჩაიძე

სიგიჟეებით სავსე ტურბულენტურ სამყაროში როგორი მნიშვნელოვანი გახდა ერთგულება და თანადგომა.

ნინო მაჩაიძე

ზალცბურგშიც ამ კონცერტისთვის ის ხალხი ჩავიდა, ვინც დაუფიქრებლად არ მიჰყვა აგორებულ ტალღას და პირიქით, მოუნდათ მაესტროსთვის თანადგომა აპლოდისმენტებით გამოეხატათ.

წელს ნინოსთან ერთად ვიყავი ლა სკალას თეატრში და კვლავ ვიხილეთ დომინგოს წინაშე ქედმოხრილი და მისალმების რიგში მდგარი მუსიკალური საზოგადოება.

ავტორი: ზმნა

03/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024