Logo

საზოგადოება

"არ მომეწონა ეს აზრი აბორტის გაკეთების და ასე გაჩნდა კატო"- თამარ ჩერგოლეიშვილი

"არ მომეწონა ეს აზრი აბორტის გაკეთების და ასე გაჩნდა კატო"- თამარ ჩერგოლეიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამარ ჩერგოლეიშვილმა პოდკასტში "V ელემენტი" სტუმრობისას, თავისი მოულოდნელი ფეხმძიმობის და აბორტის განზრახვის ისტორია გაიხსენა.

21 წლის ახალგაზრდა ქალმა გადაწყვეტილი ფეხმძიმობის შეწყვეტა, მოულოდნელად გადაიფიქრა და ასე გაჩნდა მისი პირველი ქალიშვილი - კატო.


"ლონდონში ვაპირებდი წასვლას, ანუ სხვა გეგმები მქონდა საერთოდ და... წავედი ექოსკოპიაზე... თან ხომ არ ვჩერდები, სულ ვლაპარაკობ... ლადო კახაძეს ველაპარაკები, ალბათ ნაადრევი მენოპაუზა მაქვს მეთქი. 21 წლის ვიყავი, რა დროს მენოპაუზა იყო, მაგრამ ასე "ვღადაობდი". ლადოც ხითხითებდა ჩემთან ერთად და უცბად მეუბნება - ორსულად ხარო და ეს გულისცემაც რომ გესმის... შოკი იყო, იმიტომ რომ საერთოდ სხვა გეგმა მაქვს, მე უნდა წავიდე ლონდონში, უნდა ვისწავლო... იქიდან რომ გამოვედი აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ აბორტი უნდა გავიკეთო. არც მიფიქრია სხვა რამეზე.
ძალიან მოულოდნელი იყო, როცა სხვა გეგმა გაქვს და ასეთი რაღაც მოგივიდა, ასეთი "ავარია"... მაგრამ რომ ვიფიქრე მერე, რაღაცნაირად ძალიან არ მომეწონა ეგ აზრი აბორტის გაკეთების. თან ეს გულისცემაც რომ გავიგე, რაღაცნაირად ახლობლად ვიგრძენი და მივხვდი, რომ არ მინდა, რომ მოვიშორო... და ასე გაჩნდა კატო," - გაიხსენა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ავტორი: ზმნა

05/24/2026