Logo

ტაბლოიდი

"არ დამთავრდა ჭორები ჩემი ორსულობის და მილიონად ღირებული კოლიეების შესახებ" - სოფო ნიჟარაძე

"არ დამთავრდა ჭორები ჩემი ორსულობის და მილიონად ღირებული კოლიეების შესახებ" - სოფო ნიჟარაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ გადაცემაში "პირველი სტუდია" საკუთარ ცხოვრებასა და პროფესიაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორები დღემდე ვრცელდება, თუმცა ამის მიმართ დიდი ხანია "იმუნიტეტი" გამოიმუშავა.

"მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაკლებად ვჩანვარ, ჭორები მაინც არის. არ დამთავრდა ჭორები ჩემი ორსულობის, ჩემი სასახლეების, მილიონად ღირებული კოლიეების შესახებ.
მაგრამ მე აღარ ვრეაგირებ, აღარც მეხება და აღარც მწყინს.

სოციალურ ქსელებს რომ "ავსქროლავ" და რაღაც შემხვდება ჩემზე, ადრე თუ მაინტერესებდა და ვნახულობდი რა დაწერეს, ახლა ისე გამოვიმუშავე, ცდუნებაც არ მაქვს რომ თითი დავაჭირო.

თუ რკინის არ ხარ ადამიანი რაღაც დოზით მაინც გეხება, მაგრამ როცა იმუნიტეტი გაქვს, რომ არ მოუშვა შენამდე ინფორმაცია, მერე უკვე ნაკლებს ნერვიულობ და ნაკლებს ფიქრობ ამ ყველაფერზე,"- ამბობს სოფო ნიჟარაძე.

ავტორი: ზმნა

12/14/2025