Logo

სპორტი

"არ ვიბრძოლებ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს" - ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

"არ ვიბრძოლებ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს" - ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში - ილია თოფურიამ X-ზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის წერს, პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო, სპორტზე ვერ ფოკუსირდება და ჯერჯერობით ვერ იბრძოლებს.

"მომავალი წლის პირველ მეოთხედში არ ვიბრძოლებ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. მინდა ფოკუსირებული ვიყო შვილებზე და სიტუაცია, რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, რომ დივიზიონი დაყოვნდეს. UFC საჭირო ორთაბრძოლებს ჩაინიშნავს, მე კი, როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, UFC-ს შევატყობინებ და მზად ვიქნები, რომ დავბრუნდე" - წერს თოფურია.

ილია თოფურია

"ელ მატადორის" ყოფილმა მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ მხარდაჭერა გამოუცხადა და X-ზე მიმართა: "ვწუხვარ ამის გაგონების გამო, ჩემპიონო. ვიცი, რა რთულია სცადო ბრძოლა, როცა პარალელურად შვილების დაცვა გიწევს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება."

ჰოლოუეიმ და თოფურიამ 2024 წლის ოქტომბერში იჩხუბეს და „დალოცვილი“ „ელ მატადორმა" ნოკაუტით დაამარცხა.

რაც შეეხება თოფურიას პირადს. უცხორი პრესა აქტიურად წერს, რომ ქართველი სპორტსმენი ცოლს დაშორდა. ახლა ჯორჯინა ბადელს ექს ქმართან ქონებრივი დავა აქვს. ის ილიას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს. ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ავტორი: ზმნა

11/28/2025