Logo

"არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა, თუ - არა. მაპატიე, დე, ძალიან გაშიშვლებ..." - რას იხსენებს ეკა კუპატაძე

"არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა, თუ - არა. მაპატიე, დე, ძალიან გაშიშვლებ..." - რას იხსენებს ეკა კუპატაძე

02/09/2026

ტექსტის ზომა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე "ნანუკას შოუში" შვილზე საუბრობს. მან გიგას ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

ეკა კუპატაძე: ერთხელ გიგა გამინაწყენდა. არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა, თუ არა. მაპატიე, დე, ძალიან გაშიშვლებ...

როცა თბილისში გადმოვედით, ერთი სამეცადინო მაგიდის მეტი არ გვქონდა. მე სულ მოსწავლეები მყავდა. ჩემი შვილები მეცადინეობდნენ კალთაში, ლოგინზე წამოწოლილი, სკამზე წერდნენ დავალებას... ერთხელ ფიზიკაში რაღაც მითითება უნდოდა, ვეღარ მოვახერხე. მე რომ მოსწავლეებთან გაკვეთილები დავამთავრე, ღამის პირველი საათი იყო. გიგას უკვე ეძინა. დილას ვუთხარი, დედიკო, ნახე ვინმეს ექნება ამოხსნილი, დააკვირდი და დასვენებაზე ამოხსნი-მეთქი. და ეწყინა... რას მთავაზობ ახლა მე, დავალება გადავიწეროო? არადა, მე ეს არ მიკადრებია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026