კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ჩემი ცოლის დაქალები" ის სერიალია, რომელმაც მაყურებლის გულებამდე მისასვლელი გზა, არაერთ ახალბედა მსახიობს გაუხსნა. თუმცა სერიალს ადამიანების სიყვარული და პატივისცემა არც ყველასათვის ცნობილი და პოპულარული მსახიობებისთვის დაუკლია.
ბაია დვალიშვილი ის მსახიობია, რომელიც საზოგადოებამ სულ პატარა გაიცნო და შეიყვარა ჯერ კინოეკრანებიდან, შემდეგ კი უდიდესი თეატრების სცენიდან. თუმცა ბაიას მიერ შესრულებული ნელიკოს როლი, მაინც ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.
"სუყველას რატომღაც ნელიკო ვგონივარ... ნელიკოთი მომმართავენ... არა ვარ, ხალხო, ნელიკო არა -კაპასი ვარ, კაპარჩხანა ვარ... თუმცა კარგი ქალი იყო, მენატრება ძალიან... ის პარიკიც მენატრება, ის ხასიათიც სულ რომ ვიღაცის სიამოვნებაზე ფიქრობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან პრინციპული პერსონაჟია. ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პერსონაჟია მთელს სერიალში - თუნდაც ტრანსგენდერთან ურთიერთობაში, თუნდაც ქმართან, თუნდაც სიმსივნესთან ბრძოლაში,
ნელიკომ მომცა საოცარი პოპულარობა, საოცარი სიყვარული და იდენტიფიკაცია ნელიკოსი და ჩემი.
ეს არ მოაქვს სამწუხაროდ თეატრს.
იმიტომ რომ თეატრს თავისი "ბაბლი" მაყურებელი ჰყავს და ეს იყო სატელევიზიო, ძალიან წარმატებული პროექტი და ძალიან დიდი სიყვარული მომცა და ძალიან მადლობელი ვარ," - თქვა ბაია დვლიშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".
03/17/2026