Logo

არაჟნის უმარტივესი დესერტი, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი გაზიარება მოჰყვა

არაჟნის უმარტივესი დესერტი, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი გაზიარება მოჰყვა

02/06/2026

ტექსტის ზომა

მარიამ გაბაშვილმა ამ დესერტის რეცეპტი გამოაქვეყნა თუ არა, მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იოლად მოსამზადებელმა "ნამცხვარმა", ტკბილის მოყვარულები, ძალიან მოხიბლა.

მაშ ასე, არაჟნისგან და შესქელებული რძისგან მას მარტივად მოამზადებთ.

თასში ასხამთ 600 გრამ (20 პროცენტიანს) არაჟანს, უმატებთ 300 გრამ მოხარშულ შესქელებულ რძეს და მიქსერით დღვებთ. ჩაყრით დატეხილ 500 გრამ ორცხობილას, 70 გრამ შოკოლადის ნაფლეთს, ჩააჭრით 1 ან 2 ცალ ბანანს. კარგად გადაურევთ.

დესერტიდესერტიდესერტი

თასში ჩააფენთ საკვების ცელოფანს, მასას ზედ ჩაასხამთ და შეკრავთ, შეფუთავთ. ინახავთ მაცივარში რამდენიმე საათს, საყინულეში 2 საათი საკმარისია.

დესერტი

გამოიღებთ, დიდ თეფშზე გადმოაპირქვავებით, მოაცლით პარკს, ზემოდან მოახეხავთ შოკოლადს და მიირთმევთ გემრიელად.

დესერტი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026