Logo

სპორტი

"არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია" - ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

"არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია" - ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია. UFC-ის ქართველი ჩემპიონი თავის განცხადებაში ამბობს, რომ თავდაპირველად ეს სტრატეგია შვილების გამო აირჩია, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა, რომ დუმილი პირიქით ნარატივების გაძლიერებას უწყობს ხელს. აი, რას ამბობს ჩემპიონი.

ილია თოფურია: ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი. მათ შორის, ჩემ წინააღმდეგ ოჯახურ ძალადობაზე ყალბი ბრალდების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსურ მოთხოვნებს არ დავთანხმდებოდი. სიმართლე არა შეხედულებებს, არამედ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

ყველა რელევანტური მტკიცებულება ფრთხილად შეგროვებული და დოკუმენტირებულია, მათ შორის აუდიო ჩანაწერებით, წერილობით გზავნილებით, მოწმეთა განცხადებებითა და ვიდეო მასალებით. ეს მასალები შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს გადაეცა სამართლებრივი დავის დასაწყებად ჩემ წინააღმდეგ გამოძალვის, მტკიცებულებების ფალსიფიცირების, თანხისა და პირადი ქონების უკანონოდ მითვისების და არაერთი მუქარის მცდელობების ბრალდებით.

თავდაპირველად, ჩუმად ყოფნის გადაწყვეტილება ჩემი შვილების დასაცავად მივიღე. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. თუმცა, გავიაზრე, რომ სიჩუმე, ასეთ პირობებში, სიმართლეს კი არ იცავს, არამედ ნარატივების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბევრმა ადამიანიმა გამოიარა მსგავსი სიტუაცია და მართლმსაჯულების სისტემამ საბოლოოდ ფაქტები გამოაშკარავა. დღეს მე ამ ნაბიჯს ვდგამ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არამედ იმის საჩვენებლად, რომ არავინ უნდა შეეგუოს მუქარას, მანიპულაციას და შიშს.

ვინც მე მიცნობს დაადასტურებს, რომ არასდროს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ცხოვრებისა და კარიერის მთავარი პრინციპები ყოველთვის დისციპლინა, პატივისცემა და ღირსება იყო.

მაქვს სრული ნდობა მართლმსაჯულების პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებების საფულძველზე დაადგინოს.

ავტორი: ზმნა

12/16/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024