Logo

სასარგებლო რჩევები

"არანაირ ინექციას არ ვიკეთებ, გარდა ბოტოქსისა" - როგორ უვლის თავს ლელა წურწუმია

"არანაირ ინექციას არ ვიკეთებ, გარდა ბოტოქსისა" - როგორ უვლის თავს ლელა წურწუმია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მომღერალი ლელა წურწუმია, გადატვირთული გრაფიკის, ხშირი კონცერტებისა და მძიმე სასცენო მაკიაჟის გამოყენების მიუხედავად, ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.
იმაზე, თუ როგორ ახერხებს მომღერალი წლების განმავლობაში კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ლელა წურწუმიამ, ეკა ხოფერიას პოდკასტში ისაუბრა.

"არანაირ ინექციას არ ვიკეთებ არასოდეს, გარდა ბოტოქსისა. ბოტოქსსაც ზომიერად ვიკეთებ, ისედაც აქაჩული თვალ-წარბი მაქვს და მცირე დოზა საკმარისია. ამიტომ დავდივარ ადამიანთან, ჩემს საყვარელ გია გვარამიასთან, რომელსაც აბსოლუტურად ვანდობ ჩემს თავს და მიკეთებს ზუსტად იმ დოზას, რა დოზითაც სჭირდება ჩემს წარბს აქაჩვა.

ლელა წურწუმია

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის დატენიანება. მე ამას ადრე ასეთ ყურადღებას არ ვაქცევდი. რუჯი არის საშინელება. მე უკვე დიდი ხანია დამცავი კრემის გარეშე აღარ ვირუჯები, იმიტომ რომ ეს არის კანის მკვლელი. ის მკვდარი უჯრედები შემდეგ აღდგენას აღარ ექვემდებარება და სიბერეც ხომ ესაა...

მე ინექციებზე ვამბობ უარს. ეს ჩემი დამოკიდებულებაა და არ ნიშნავს, რომ ცუდია.

კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც, აუცილებლად სჭირდება კანს მსუბუქი პილინგი, იმიტომ რომ ეს მკვდარი უჯრედები რაც არის, მოშორდეს კანს... თანაც მე ხშირად მიწევს ხოლმე მძიმე, საკონცერტო მაკიაჟის გაკეთება, ამიტომ აუცილებლად მჭირდება C ვიტამინი, მჭირდება სერუმი, მჭირდება პეპტიდები, რომლის გამოყენებაც ინტენსიურად დავიწყე.

ლელა წურწუმია

ამასწინათ ვკითხულობდი ჯეი ლო როგორ უვლის თავს. სხვათა შორის ჩვენ ტოლები ვართ. ჯერ ვარჯიშობს თავს იკლავს, მერე კვება, დასვენება, ძილი, იოგა... მოკლედ, მაქსიმალურად უვლის თავს. მე მაგის ფუფუნება არ მაქვს ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუმცა შესაძლებელი არის," - თქვა მომღერალმა.

ავტორი: ზმნა

05/14/2026

ბოტოქსითავის მოვლაინექციებილელა წურწუმიარუჯი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024