საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი გვირჩევს, რომ საქმრო-საცოლეს თუ შეყვარებულს, არ ვკითხოთ მის წინა ურთიერთობაზე, მით უფრო დეტალებზე. ეს სამომავლო ურთიერთობაზე კარგად არ იმოქმედებს.
ნინო კანდელაკი: არ ვეკითხებით შეყვარებულს, თუ ქმარს წარსულის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. თუ სურვილი აქვს, თვითონ გაგვიზიარებს. ეს ყველას ეშლება და კი არ ეკითხება, დეტალებსაც ეკითხება, რომელიც ცუდად აისახება ურთიერთობაზე და ხშირად, ამის გამო შორდებიან ადამიანები. რაღაცას მოჰყვება და რომ არ მოეყოლა, ალბათ, ძალიან ბედნიერი ოჯახი იქნებოდა. ამიტომ ეს კატეგორიულად აკრძალულია. მერე, მეწყვილესგან აღსარებას ითხოვენ. შეყვარებული მოძღვარი ხომ არ არის, აღსარება ჩააბარო. მანდ ზღვარს ვერ იცავენ და... მერე იმის მონათხრობზე მთელ კოშკებს ააგებენ.
წინა ოჯახი თუ ჰყავდა და ახლა მეორედ ქმნის ოჯახს და ეკითხება, ჩვენ რომ შვილი გვეყოლება, ის შენთვის მესამე შვილი იქნება თუ პირველი? შენთვის პირველი ქალი ვიქნები თუ მეორე? კატეგორიულად არ შეიძლებ ასეთი ურთიერთობები. შენ თვითონ ცუდ პროგრამას აძლევ, საერთოდ რომ არ უფიქრია ამ თემაზე, იქით უბიძგებ.
არანაირად არ შეეხოთ პარტნიორის თუ მეუღლის ტელეფონს, არც თხოვოთ, ჩაგახედოთ ან მიმოწერა გაჩვენოთ. საწამლავი რომ დევს და რომ იცი, შეეხები და იქვე კვდები ადგილზე, ასე უნდა უყურებდე სხვა ადამიანის ტელეფონს. ყველა ვარიანტში იპოვი ისეთ რამეს, რაც შენ დაგანგრევს. არც შენ თავს სცემ პატივს და არც სხვას.
ასევე თუ პირველ ცოლს უღალატა, ხდება განზოგადება, რახან პირველ ცოლს უღალატა, ესე იგი მეც მიღალატებს და ღირს თუ არა ურთიერთობის დაწყება? ამის განზოგადება არ შეიძლება. ამ თემაზე არანაირი კითხვა.
მათი შეყვარებულის თუ ქმრის წინა ცოლების თუ პარტნიორის ფეისბუქი შესწავლილი აქვთ ქალებს და ეკითხება, ის რომ წაიყვანე იტალიაში, მეც წამიყვან? მე ხომ უკეთეს მანქანას მიყიდი? უკვე ცუდი ღუზა დაედო მოგზაურობასაც და მანქანასაც. ამ შეკითხვით ხელს ჩაიქნევს.
კაცს მოსწონს თვითკმარი, მაღალი თვითშეფასების ქალი, თავის თავში დარწმუნებული, რომელიც არავის ედრება საკუთარი თავის გარდა.
05/14/2026