Logo

"ნუ წერენ გარდაცვალების ვერსიებს, გთხოვთ მატირონ შვილი" - ლანა ლატარიას დედის თხოვნა საზოგადოებას

"ნუ წერენ გარდაცვალების ვერსიებს, გთხოვთ მატირონ შვილი" - ლანა ლატარიას დედის თხოვნა საზოგადოებას

08/04/2026

ტექსტის ზომა

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლი 26 წლის ლანა ლატარიას დედა, საზოგადოებას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას სთხოვს.
ემიგრაციიდან შვილის დასატირებლად ჩამოსულმა დედამ ასეთი თხოვნით პანაშვიდზე მისულ ჟურნალისტს, ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა.
ლანას დედის სიტყვებს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებული დედისა და მებრძოლი, გაუტეხელი მამის ცრემლების ნახვა ძალიან გაუჭირდა.


“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა...

ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც.

ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული.

ჯვარი დაწერილი ჰქონდა.

იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა. კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი.

არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.

გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო.

გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.

მატირონ შვილი. მამამის ატირონ შვილი,” - ასეთია ლანა ლატარიას დედის თხოვნა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაკრძალვადედის თხოვნაზაალ ლატარიალანა ლატარია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026