Logo

კულტურა

"ეს ქალაქი არაფერს არ ჰგავს. დიდებულია და ამ დროს, შენია" - ქართველი მსახიობები ნიუ-იორკში სათამაშოდ ემზადებიან

"ეს ქალაქი არაფერს არ ჰგავს. დიდებულია და ამ დროს, შენია" - ქართველი მსახიობები ნიუ-იორკში სათამაშოდ ემზადებიან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნიუ-იორკში ჯერალდ ლინჩის ლეგენდარული თეატრი, ორი დღით, სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს უმასპინძლებს. ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე და ნატა მურვანიძე, ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის, "მოახლეებს" - 26 და 28 ივნისს ითამაშებენ. სპექტაკლის რეჟისორი ნიკა თავაძეა. პროექტი ხორციელდება Emolas Corporation-ისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში.

მოახლეებიმოახლეები

ბაია დვალიშვილი ამერიკის უმთავრესი ქალაქით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ბაია დვალიშვილი: საოცარი შთაბეჭდილებაა ქალაქიდან, დაუჯერებელი ემოციის, ენერგიის, სილამაზის... არაფერს არ ჰგავს. დიდებულია და ამ დროს, შენია. რაღაცნაირად ხარ... არადა, პირველად ვარ!

ბაია დვალიშვილი

ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით, Emolas Corporation-ისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, მომავალში არაერთი ღონისძიება გაიმართება. თუ უკან მოვიხედავთ, ამ კოლაბორაციის პროექტების ანგარიშზე - სტეფანეს, "გამოუვალი მდგომარეობის", "სუხიშვილების" კონცერტები ირიცხება... ლეგენდარული ანსამბლის კონცერტის ხმაური ყველას გვახსოვს - დე ნირო, რააა, დე ნირო :)) რა დე ნირო?

სუხიშვილები

ავტორი: ზმნა

06/25/2026