კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
70 წლის მელ გიბსონის სულიერი გარდატეხა წლების წინ დაიწყო. ის თითქმის სრულად განუდგა ჰოლივუდის თვალთმაქც და ყალბ ურთიერთობებს და რწმენაში გაძლიერება იწყო. იმ დროის ნაყოფია მისი გახმაურებული ფილმი "ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი".
გასული წლის ზაფხულში, სანამ ახალ სურათზე - "ქრისტეს აღდგომა" დაიწყებდა მუშაობას, არტისტი ათონის მთას ეწვია. იმ დროს გავრცელდა ფოტოები, როდესაც ოსკაროსანი კინორეჟისორი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სულიერ ციხესიმაგრეს ეწვია. ის ჰილანდარის მონასტერში იმყოფებოდა. ბერძნული გაზეთის, „პროტო თემას“ ცნობით, გიბსონი დროს ადგილობრივ ბერებთან ერთად ლოცვასა და სიჩუმეში ატარებდა.

მსახიობმა და პროდიუსერმა ვიზიტისას, დროის დიდი ნაწილი, წმინდა სერბულ საიმპერატორო ლავრაში გაატარა, რომელიც მე-10 საუკუნის რუმინული მართლმადიდებლური მონასტერია და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
ინტერნეტში გავრცელდა გიბსონის ფოტოები რამდენიმე ბერთან ერთად და ფრაზა, რომელიც გიბსონმა თქვა:
„მე არასდროს მიგრძვნია ღმერთთან ასეთი ძლიერი კავშირი სხვაგან, როგორც აქ“.

ხშირად „ღვთისმშობლის ბაღად“ წოდებულ ათონის მთას აღწერენ, როგორც მართლმადიდებლური არტეფაქტებისა და ხატწერის „საგანძურს“, რომელიც, საუკუნეების განმავლობაში, თაყვანისცემისა და მომლოცველობის ცენტრს წარმოადგენდა.
გიბსონმა, რომელიც ერთ დროს „ჰოლივუდში ყველაზე გავლენიან ქრისტიანად“ დასახელდა, პოდკასტერ ჯო როგანს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, თავის რწმენაში „ძალიან ქრისტიანი“ გახდა.

გიბსონი ამბობს, რომ ის კვლავ ამაყობს იესო ქრისტეს ცხოვრებაზე ორიენტირებული ფილმის შექმნით და მას მისი მუშაობის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს. ჰილანდარის მონასტერში მისი ყოფნა აღიქმება, როგორც მისი დიდი ხნის ერთგულების და იმ გავლენის დადასტურება, რაც ქრისტეს აქვს, როგორც მის პირად ცხოვრებაზე, ასევე - შემოქმედებაზე.


რაც შეეხება ახალ ფილმს ის, „ქრისტეს ვნებანის“ დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება იქნება. როგორც ამბობენ, ეს პროექტი ორნაწილიანი ფილმის სახით გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, პირველი ნაწილის პრემიერა 2027 წელს არის დაგეგმილი, ხოლო მეორე ნაწილი - მომდევნო წელს გამოვა.
გიბსონის რელიგიურ თემაზე გადაღებულმა ფილმმა, მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი მიიზიდა და იესოს ჯვარცმის ასახვით, ქრისტიანი აუდიტორია შეძრა.

ახლა, ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, გიბსონი ამ ჟანრში ბრუნდება, რათა გააგრძელოს ისტორია, რომლის ეკრანიზაციასაც ბევრი მორწმუნე დიდი ხანია ელოდება.

06/05/2026