ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის, ემიგრაცია, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად რჩება.
მშობლების სურვილი, შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან, ხშირად ოჯახის წევრების ერთმანეთთან ხანგრძლივი დაშორებით სრულდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის ფინანსური კეთილდღეობა, მშობლის ფიზიკურ და ემოციურ სიახლოვეს ყოველთვის ვერ ანაცვლებს. განსაკუთრებით დაუშვებლად კი მშობლების მხრიდან, შვილებისათვის, საკუთარი ემიგრაციის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას მიიჩნევენ.

კლინიკურმა ფსიქოლოგმა, მინდია გაბიჩვაძემ, რომელიც თავადაც 35 წელია ემიგრაციაშია, პოდკასტში "არამარტო პოდკასტი", რომელიც ემიგრანტებსა და ემიგრაციის საკითხებს აშუქებს, ემიგრაციაში მყოფი ადამიანების პრობლემებთან ერთად იმ განცდებზეც ისაუბრა, რასაც ემიგრანტი მშობლის შვილები განიცდიან.
"ბავშვებმა არ იციან, რომ მშობელი წასულია ოჯახის ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად. ეს ბავშვს არც ესმის და არც აინტერესებს.
ბავშვს უნდა, რომ დედას და მამას ჩაეხუტოს, დედამ და მამამ მიიყვანონ სკოლაში, დედას და მამას გაუზიაროს თავისი განცდები... და ამ ყველაფრის დეფიციტი, ბავშვში აჩენს სიბრაზეს. ეს კი ემიგრაციაში მყოფ მშობელს, კიდევ უფრო მეტად ანგრევს.

არასდროს უთხრათ ბავშვს - "მე აქ შენი გულისთვის ვარ", „მე აქ ვარ წამოსული, რომ შენ შეგექმნა კარგი ცხოვრება“... ეს ბავშვს უფრო თრგუნავს და თავს დამნაშავედ აგრძნობინებს," - ამბობს ფსიქოლოგი.
05/20/2026