Logo

რელიგია

"არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით" - 15 იანვარი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

"არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით" - 15 იანვარი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

15 იანვარს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა.

წმინდა სერაფიმე საროველი არის ის წმინდანი, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველო როგორც - სერაფიმე საროველს...
შესაძლოა, იმიტომ, რომ ისიც იმ იდუმალი მიწის მუშაკია, ღვთისმშობელმა თავის მეოთხე წილხვედრად, მეოთხე ბაღად რომ გამოირჩია, ან იმ სიტყვისთვის, საკუთარ სამშობლოს რომ დაუბარა:

"არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით...
ამ მიწაზე მზაკვარი ანტიქრისტე ვერ გამეფდება და უკანსაკნელ ჟამს საუფლო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა..."

წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, ვინც კი მას ნახავდა, ყველა ერთს ამბობდა - გარეგნობით მოხუცია, მაგრამ გული ბავშვივით მოსიყვარულე აქვსო.

წმინდა სერაფიმე ღვთის მიმართ დაუცხრომელად ლოცულობდა, ამის გამო მისი გული სიყვარულით უფრო და უფრო ენთებოდა, უყვარდა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ყოველი მისი ქმნილება, მის მიერ შექმნილი ბუნება.

სერაფიმე საროველი

ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა, სადაც ის კვირის სამყოფ პურს ინახავდა. მრავალი მხეცი მიდიოდა მასთან, პური კი ყველას ჰყოფნიდა.

ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: „დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო - ივერია, მეორე - ათონი, მესამე - კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო.

აღსასრულამდე რამოდენიმე დღით ადრე, წმინდანს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დღე.
წმინდა სერაფიმ საროველი აღესრულა მუხლმოდრეკილი - ღვთისმშობლის ხატის წინაშე.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის, ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს უწმინდეს, მეუფე სერაფიმეს და სრულიად საქართველოს.

სერაფიმე საროველი

***

ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

ავტორი: ზმნა

01/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024