სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია იმ ესთეტიკურ პროცედურებს ასახელებს, რომლებსაც რეკომენდაციას არ გაუწევს და როგორც თავად ამბობს, არასოდეს გაიკეთებდა.
ამ თემაზე ციცინო შურღაიამ ნათია შელეგიას პოდკასტში - „50+“ისაუბრა.
„ბევრი რამეა ისეთი, რასაც არ გავიკეთებდი.
პირველ რიგში არავითარ სახის აპარატურულ კორექციას. ლაზერული პროცედურები, თერმაჟი – არასოდეს გაიკეთოთ, იმიტომ, რომ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს პროცედურები იწვევს ბაზალიომას ანუ კანის კიბოს ბაზალურ შრეში. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ქსოვილების გახურება ხდება. კანის გარკვეულ სიღრმეში უნდა მოხდეს ნაწიბურის წარმოქმნა, ამიტომ ის ძლიერად უნდა გახურდეს და ეს დამწვრობით ხდება.
ძალიან კარგი შედარება გააკეთა ერთმა ქირურგმა - აიღეთ უმი კვერცხი და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. რა მოხდება?- დაიფშვნება. თეთრი ცილის ნაწილაკები მთელ კედელს მიეკრობა. ზუსტად ეს ხდება სისხლძარღვშიც, როდესაც თქვენ ამ პროცედურას იკეთებთ. როდესაც სისხლძარღვს ახურებ, მთელი ცილა იღუპება და ამის მერე აღდგენას ძალიან დიდი დრო უნდა... დაახლოებით 7 წელი მაინცაა საჭირო, რომ უჯრედების განახლება მოხდეს.
შეიძლება ითქვას, რომ როდესაც თქვენ ამ პროცედურებს იკეთებთ, ამ დროს თქვენ იღებთ თქვენს ჯანმრთელობას კრედიტით თქვენი მომავლიდან. თქვენ იქიდან ისესხეთ თქვენი ახალგაზრდობა და მერე ეს ყველაფერი ორმაგად უკან დასაბრუნებელი იქნება. სიბერე უფრო ჩქარა მოვა, იმიტომ, რომ სისხლძარღვები არაფრად არ ვარგა ამ პროცედურების შემდეგ. მე ამას არასოდეს არ გავიკეთებდი,“ - თქვა ციცინო შურღაიამ.
04/02/2026