Logo

ჯანმრთელობა

"არასწორია, როდესაც შავთვალწარბა გოგონები შავ ფანქარს ან ლაინერს ხმარობენ"- ვიზაჟისტი ქეთი მჭედლიძის რჩევები

"არასწორია, როდესაც შავთვალწარბა გოგონები შავ ფანქარს ან ლაინერს ხმარობენ"- ვიზაჟისტი ქეთი მჭედლიძის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე მოდის სამყაროში, მაკიაჟის აქცენტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მკვეთრ, ხისტ კონტურებს ნელ-ნელა ნაზი, „დაშლილი“ ფაქტურები ანაცვლებს. ის, რაც წლების წინ სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს შესაძლოა ჩვენს ბუნებრივ მონაცემებს აუფერულებდეს.

როგორია თანამედროვე ვიზაჟის უახლესი ტენდენციები და რომელი ფერები გამოკვეთს თვალის ფერს ყველაზე ეფექტურად? ამ თემებზე ისაუბრა ვიზაჟისტმა ქეთი მჭედლიძემ პოდკასტში”ყველაფერი ესთეტიკაზე”.

ქეთი მჭედლიძე:
„ხისტი კონტური ტუჩებზე აღარ არის აქტუალური. არც აქტუალურია და არც ტრენდული. დღეს ტენდენციაა კარგად დაშლილი მსუბუქი, ჰაეროვანი, ნაზი ფერები, სადაც ყველა ნიუანსია გათვალისწინებული. არ უნდა ავიღოთ ფანქარი ორი ტონით უფრო მუქი, ვიდრე ჩვენი კანია და ხისტად არ უნდა შემოვიხაზოთ ირგვლივ.
ეს ტენდენცია უფრო უფროს ასაკში მხვდება ანუ, როცა ქალი ვერ ეგუება ტრანსფორმაციას. ეს ნორმალურია, რაღაცას რომ მივეჩვევით, მერე გვიჭირს იმის უკუგდება.

ყველაზე არასწორია, როდესაც შავთვალწარბა გოგონები შავ ფანქარს ან შავ ლაინერს ხმარობენ. შავი ფერი ზოგადად ძალიან ხისტია, ის შთანთქავს სხვა ყველაფერს. თუ გოგონას ლამაზი თვალის ფერი აქვს, შავი ფანქარი უბრალოდ უკლავს მას ამ ფერს. სანაცვლოდ, ულამაზესია მუქი ლურჯი, მელნისფერი, ცივი შოკოლადისფერი. სწორად შერჩეული ფერი გამოკვეთს თვალს, მაგრამ არ დაამძიმებს მას. რაღაც ელფერს მისცემს, ციმციმს და უფრო აათამაშებს თვალის ფერს. მაგალითად, მწვანეთვალება გოგონებს სიამოვნებით ვთავაზობ ხოლმე მელნისფერს, ძალიან უხდებათ,“ - ამბობს ვიზაჟისტი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

04/10/2026

ვიზაჟისტიკონტურინგირჩევებიშავი ფანქარი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024