ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ექიმმა პათოლოგანატომმა დეა ყოლბაიამ პოდკასტში "მარტივი თეფში" იმ მიზეზებზე ისაუბრა,რომელთა გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია ექიმთან ვიზიტისაგან თავი შეიკავოს და სხვადასხვა პრეპარატები და საკვები დანამატები, თვითნებურად მიიღოს.
ექიმი მიიჩნევს, რომ ამის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის სიღარიბე და გაუმართავი ჯანდაცვის სიტემაა.
„მოსახლეობა არის გაღარიბებული. ახლა ვერ ვეტყვით - თქვენ არ მიიღოთ D ვიტამინი, თუთია და სელენი, E ვიტამინი, გვირილა და ასე შემდეგ ექიმის დანიშნულების გარეშე...
ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება ექიმებთან იარონ. ექიმთან ვიზიტი 80, 120, 150 ლარია. მერე მოდის ანალიზი (სჭირდება, არ სჭირდება – ეს კიდევ ცალკე თემაა), კლინიკა - ეს 300-400 ლარია, როგორც არაფერი...
და ღმერთო ჩემო, რა გამოდის, რომ მან მთელი თავისი ხელფასი და პენსია აქ უნდა დატოვოს?
ორგანიზებაა ჯანდაცვის ისეთი...
D ვიტამინი აუცილებელია, მაგრამ ყველა დანამატში და ეგრეთ წოდებულ წამალში, რომელსაც აწერია D ვიტამინი, განა D ვიტამინი არის? ანუ, ფალსიფიცირებული ხომ არ არის? და მეორე საკითხი - ეს D ვიტამინი K ვიტამინის გარეშე იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა?
ყველას უნდა ექიმის კონსულტაცია, არავის არ უნდა თვითნებურად მკურნალობა, მაგრამ იძულებულია,"- ამბობს დეა ყოლბაია.
04/26/2026