Logo

"არჩევნები თუ წააგე, ჩამო რა ჩვენთან, ჩვენი პრემიერი იყავი" - ნიკოლ ფაშინიანის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"არჩევნები თუ წააგე, ჩამო რა ჩვენთან, ჩვენი პრემიერი იყავი" - ნიკოლ ფაშინიანის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

03/04/2026

ტექსტის ზომა

"კარგ დღეს გისურვებთ და მიყვარხართ ყველანი" - წერს ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.

გუშინ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მუსიკალური ვიდეო კადრები, სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა. ვახშმის შემდეგ, ფაშინიანმა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაუკრა.

ფაშინიანი

ფეისბუქზე ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ასეთი პოზიტიური უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი. ბრავო."

"განძი ჰყავს სომხეთს ფაშინიანის სახით! გაუმარჯოს სომხეთს და ნიკოლ ფაშინიანს თავისუფლებისთვის და რუსული ურდოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის."

"სომხებო, დააფასეთ ეს კაცი, თორე ჩვენ დღეში ჩავარდებით."

"რომ უყურებ რაღაცნაირად სიკეთეს ასხივებს."

"რატო ჩვენ არა გვყავს ესეთი პოზიტიური მთავრობა?"

"ეს აქ გასტროლებზეა ჩამოსული, თუ ოფიციალური ვიზიტითაა, ვერ გავიგე."

"კარგი კაცია, უბრალო, უშუალო, ადამიანური."

"ეგ არჩევნები თუ წააგე, ჩამო, რა ჩვენთან, ჩვენი პრემიერი იყავი."

"გაუმარჯოს ევროპულ სომხეთს და საქართველოს!"

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026