Logo

არიადნეს ძაფი

არიადნეს ძაფი

11/07/2025

ტექსტის ზომა

არიადნეს ძაფი - ასე უწოდებენ რთული მდგომარეობიდან თავდასაღწევ საშუალებას, გამოსავალს.

გამოთქმა მომდინარეობს ბერძნული მითიდან, რომლის მიხედვითაც, კრეტის მეფის მინოსის ქალიშვილმა, არიადნემ, თეზევს ლაბირინთიდან თავდასაღწევად ძაფის გორგალი გადასცა.

მინოსს ლაბირინთში დამწყვდეული ჰყავდა ხარისთავიანი ურჩხული მინოტავრი, რომელსაც საკვებად ლამაზ ქალიშვილებსა და ჭაბუკებს უგზავნიდა.

ლაბირინთში მოხვედრილი მსხვერპლი, ურჩხულს თავს ვერ დააღწევდა, რადგან უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობდა.

არიადნეს შეუყვარდა გმირი ჭაბუკი თეზევსი და მას ლაბირინთში გზის გასაგნებად ძაფის გორგალი მისცა.

არიადნეს ძაფი

თეზევსმა გორგლის წვერი ლაბირინთის შესასვლელში დაამაგრა და გაბედულად შევიდა ურჩხულთან საბრძოლველად.მან მოკლა მინოტავრი და ძაფის საშუალებით ადვილად იპოვა ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზა.

დღევანდელ მეტყველებაში, არიადნეს ძაფი (ზოგჯერ არიადნეს გორგალი), მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის სინონიმად იხმარება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნზ

არიადნეს გორგალიარიადნეს ძაფიგამოთქმამითოლოგია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026