Logo

საზოგადოება

"თუ ბავშვის სწორად აღზრდა გვინდა..." - შალვა ამონაშვილი

"თუ ბავშვის სწორად აღზრდა გვინდა..." -  შალვა ამონაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"გამოცდილებისა და ცნობისმოყვარეობის შეხვედრა" - ასე დაარქვა "რადიო თავისუფლებამ" 95 წლის შალვა ამონაშვილისა და 12 წლის ნიკო ბიბილაშვილის დიალოგს, სადაც პედაგოგიკის აკადემიკოსი და 12 წლის მოზარდი, გასაოცარი ერთსულოვნებით აფასებდნენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თემებს.
აღმოჩნდა, რომ 83 წლიანი სხვაობის მიუხედავად, ადამიანები ერთნაირად ხედავენ და აფასებენ ძირითად ფასეულობებს... სიმართლე, სიკეთე, თავისუფლება, სიყვარული ნებისმიერ დროს და ნებისმიერი თაობისთვის მნიშვნელოვანი და უპირობოდ გამარჯვებულია.

"დედამიწაზე არავინაა ისეთი, ვინც ყოველთვის მართალია. არც დიდი, არც ბავშვი, არავინაა მართალი. არ არსებობს სრულიად მართალი ადამიანი. ერთადერთი ღმერთია, თუ მორწმუნე ხარ," - ასე უპასუხა ნიკო ბიბილაშვილმა კითხვაზე -" არიან თუ არა დიდები ყოველთვის მართლები?"

რაც შეხება შალვა ამონაშვილს, მან სიმართლეზე საუბრისას, ადამიანის გულწრფელობასა და მართალ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
"დიდები ხშირად არ არიან მართლები ბავშვებთან. არადა, თუ ბავშვის სწორად აღზრდა გვინდა, უცილებლად მართალი უნდა ვიყოთ მასთან. რომ ეტყვის მამა შვილს - "არ გაბედო სიგარეტის მოწევაო", თვითონ არ უნდა ეწეოდეს...
არ შეიძლება ადამიანს შეუსწორო რამე, თუ თვითონაც იგივე შეცდომას უშვებ.
შეიძლება ვამტკიცო ჩემი სიმართლე და მჯეროდეს, რომ მართალს ვამბობ, მაგრამ სინამდვილეში შეცდომას ვუშვებდე.
ამიტომ როცა გეტყვიან, იქნებ შენი სიმართლე შევამოწმოთო, არ უნდა გეწყინოს.
რა არის გულწრფელობა და სიმართლე? - თუ მე მჯერა, რომ ეს მართლა კარგია, იმიტომ კი არა, რომ შენი მოტყუება მინდა, მართლა თუ ასე მჯერა. შენ სხვანაირად იცი ამის შესახებ და საპირისპიროს მიმტკიცებ," - თქვა შალვა ამონაშვილმა და სიამოვნებით მოისმინა 12 წლის მოზარდის დასკვნა საკითხზე:

"ამიტომ არ უნდა იყო ზედმეტად თავდაჯერებული. არა, თავდაჯერებული სულ უნდა იყო, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა."

ავტორი: ზმნა

04/08/2026

თაობანიკო ბიბილაშვილისიმართლეშალვა ამონაშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024