Logo

თავის არეში ჭარბი ოფლიანობა - D ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი? - პედიატრი ძმების განმარტება

თავის არეში ჭარბი ოფლიანობა - D ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი? - პედიატრი ძმების განმარტება

04/05/2026

ტექსტის ზომა


ბევრ მშობელს აწუხებს კითხვა, არის თუ არა ბავშვის თავის არეში ჭარბი ოფლიანობა, რაქიტის ან D ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი?

პედიატრი ძმები - დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები განმარტავენ, რომ რეალურად ეს ორი მოვლენა პირდაპირ კავშირში არ არის. ოფლიანობა რაქიტის დიაგნოზს არ ნიშნავს და სანამ ეს სიმპტომი(ოფლიანობა) გამოვლინდება, ბავშვს სხვა, უფრო სერიოზული ნიშნები უნდა შევამჩნიოთ.

ბავშვი

“ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჭარბოფლიანობა, D ვიტამინთან არ არის დაკავშირებული.

რაქიტის დროს, როდესაც უკვე დაავადება გამოვლინდება, შესაძლებელია თავის არეში ოფლიანობა შევამჩნიოთ, მაგრამ სანამ თავის არეში ოფლიანობა წამოვა, მანამდე რაქიტის სხვა ნიშნებიც იქნება გამოვლენილი - როგორიც არის:

  • თავის ქალის მიდამოში რბილი ძვლები;
  • კეფის და შუბლის მიდამოს გამობერილობა;
  • მოტორული შეფერხება;
  • ასევე ზრდაში ჩამორჩენა;

ეს ის სიმპტომებია, რომლებსაც პედიატრმა და მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

ბავშვი

თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ აღენიშნება, მხოლოდ თავის ოფლიანობა რაქიტზე არ მიუთითებს და ეს შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს,” - განმარტავენ პედიატრი ძმები.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვიდე ვიტამინიოფლიანობაპედიატრი ძმები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026