Logo

სასარგებლო რჩევები

არის თუ არა ძვლის ბულიონი "სასწაულებრივი საშუალება" კანისთვის? - რას ამბობს მეცნიერება?

არის თუ არა ძვლის ბულიონი "სასწაულებრივი საშუალება"  კანისთვის? - რას ამბობს მეცნიერება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ძვლის ბულიონი, საქართველოში ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ კერძად ითვლება. გარდა იმისა, რომ ბულიონის მირთმევა ნაბახუსევიდან გამოსვლის შეუდარებელ საშუალებად მიიჩნევა, საყოველთაოდ ცნობილია კერძის ის სასარგებლო თვისებები, რაც კანის გაჯანსაღებას უკავშრდება.

მითია თუ სინამდვილე, რომ ძვლის ბულიონი კოლაგენის მდიდარი წყაროა და ჩვენი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებად უწყობს ხელს?

ექიმი ეკა კვირკველია განმარტავს:

„ძვლის ბულიონი ხშირად რეკლამირდება როგორც „ბუნებრივი კოლაგენის“ წყარო, რომელიც კანს აუმჯობესებს. მართლაც, ის შეიცავს კოლაგენს, ჟელატინს და ამინომჟავებს — მაგალითად გლიცინსა და პროლინს, რომლებიც მონაწილეობენ კანის სტრუქტურის ფორმირებაში.

ბულიონი

თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც კოლაგენს ვიღებთ საკვებიდან, საჭმლის მონელების დროს ის იშლება ამინომჟავებად, და შემდეგ ორგანიზმი ამ ამინომჟავებს იყენებს იქ, სადაც საჭიროა — არა აუცილებლად მხოლოდ კანში.

კვლევები, რომლებშიც კანის ელასტიურობისა და ნაოჭების გაუმჯობესება დაფიქსირდა, ძირითადად ეხებოდა სუფთა კოლაგენის დანამატებს, და არა ძვლის ბულიონს. ძვლის ბულიონში კოლაგენის რაოდენობა ხშირად ძალიან განსხვავდება და ხშირად უფრო დაბალია.

მეცნიერულად დაფუძნებული დასკვნა:

ძვლის ბულიონი შეიძლება იყოს ნოყიერი და სასარგებლო საკვები, მაგრამ არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ ის პირდაპირ აუმჯობესებს კანის ხარისხს ან ანელებს დაბერებას.

კანი

კანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება კვლავ აქვს:

მზისგან დაცვას

სრულფასოვან კვებას და საკმარის პროტეინს

C ვიტამინს

მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კანის მოვლას - მაგ: ტოპიკური რეტინოიდები.

სხვა სიტყვებით — ძვლის ბულიონი შეიძლება იყოს ჯანსაღი, მაგრამ ის არ არის „სასწაულებრივი“ საშუალება კანისთვის,“ - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

03/08/2026

ბულიონიკანიკოლაგენიძვლის ბულიონიხაში
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024