Logo

ჯანმრთელობა

არის თუ არა მარიხუანა ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება? - ნევროლოგის განმარტება

არის თუ არა მარიხუანა ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება? - ნევროლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნევროლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა სოფიო კასრაძემ, სალომე კასრაძის პოდკასტში იმ მითებზე ისაუბრა, რომლებიც სოციალური ქსელებში, მარიხუანას სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებით ვრცელდება.

"ხშირად გვსმენია, რომ მარიხუანა ადამიანებს ეხმარება ჩაძინებაში, დამშვიდებაში - ეს არის მცდარი შეხედულება.
ძალიან ბევრი ინფორმაციაა ინტერნეტში მარიხუანასთან დაკავშირებით და მათგან დაახლოებით 80% არასწორად აღიქმება ადამიანების მიერ.

მარიხუანა

აი, მაგალითად გეტყვით ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე, იმიტომ რომ ხშირად მაქვს შეხება ასეთ ადამიანებთან... ისინი კითხულობენ ინტერნეტში, რომ მარიხუანა არის, ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, რაც არის ტყუილი. ეს არ არის ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, პირიქით, მარიხუანა აღაგზნებს თავის ტვინის ნეირონულ აქტივობას და ახშირებს გულყრებს.

არსებობს პრეპარატები, რომლებიც სპეციალურად სამედიცინო კანაფის მოყვანით კეთდება და ამ პრეპარატებში სულ სხვა შემადგენლობაა. ის დამშვიდების ეფექტს იძლევა ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძიმედ მიმდინარე ეპილეფსიური სინდრომებია და მას იყენებენ, როცა უკვე სხვა გამოსავალი არა არსებობს, ამ ტიპის მკურნალობის გარდა.
ჩვენთან ეს პრეპარატები დაშვებული არ არის, აკრძალულია.

მარიხუანა

ადამიანს ჰგონია, რომ ის წავა, მარიხუანას დათესავს, მოიყვანს, მერე მოწევს და ეს იქნება მკურნალობის ეფექტის მქონე და სამკურნალო საშუალება. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. პირიქით, ეს იწვევს ნეირონულ დეგრადაციას, აღგზნების მომატებას და გულყრების გახშირებას ისეთ ადამიანებშიც კი, ვისაც გულყრა არასდროს არ ჰქონია.
ეპილეფსიური გულყრების დაწყების შემდეგ, მერე მათი „დაჭერა“ და მათი შეკავება არის ძალიან რთული.
მარიხუანა - ეს არის საშუალება, რომელიც ფაქტობრივად ტვინის ქერქის ნეირონებს სპობს,"- ამბობს ნევროლოგი.

ავტორი: ზმნა

04/28/2026

მარიხუანამითებისამკურნალოსოფიო კასრაძე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024