Logo

ჯანმრთელობა

ცელიაკიის დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად, არის თუ არა სისხლის ანალიზი საკმარისი? - ექიმი ჯაბა ზარქუა

ცელიაკიის დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად, არის თუ არა სისხლის ანალიზი საკმარისი? - ექიმი ჯაბა ზარქუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არის თუ არა სისხლის ანალიზი საკმარისი ცელიაკიის დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად?

კითხვაზე პასუხს ექიმი ჯაბა ზარქუა ცემს.

ჯაბა ზარქუა:

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სეროლოგიური კვლევა დიაგნოსტიკის საწყისი ეტაპია, უმეტეს შემთხვევაში დადასტურების „ოქროს სტანდარტად“ ნაწლავის ბიოფსია რჩება.

ცელიაკია მულტისისტემური დაავადებაა, რომელიც აზიანებს წვრილ ნაწლავს. მიუხედავად იმისა, რომ სეროლოგიური კვლევა (კერძოდ, ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA ანუ TTG-IgA) სკრინინგისთვის საუკეთესო მეთოდია, ის არ არის იდეალური საშუალება. მას მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებს, თუმცა მოსალოდნელია ცრუ დადებითი შედეგებიც, ხოლო დიაგნოსტიკური სიზუსტე ლაბორატორიებს შორის განსხვავდება.

გასტროენტეროლოგთა ამერიკული კოლეგია (ACG) ცელიაკიის დიაგნოზის დასადასტურებლად ცალსახად უწევს რეკომენდაციას ზედა ენდოსკოპიის ჩატარებას თორმეტგოჯა ნაწლავის მრავლობითი ბიოფსიით. ბავშვებში მიდგომა განსხვავდება თუ ტესტირების შედეგი მკვეთრად დადებითია.

ბიოფსიის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნიმუშების ადეკვატურად შეგროვება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადება შეიძლება იყოს „კეროვანი“ ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწლავის ზოგიერთი უბანი შეიძლება ნორმალურად გამოიყურებოდეს, ზოგი კი დაზიანებული იყოს. შესაბამისად, გაიდლაინი მოითხოვს ბიოფსიის კონკრეტულ პროტოკოლს: სულ მცირე ოთხი ნიმუში თორმეტგოჯა ნაწლავის დისტალური ნაწილიდან და ერთი ან ორი ნიმუში თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვიდან. ამის მიღმა კი ენდოსკოპისტი რასაც ჩათვლის საჭიროდ. მორფოლოგიური კვლევა უნდა შეფასდეს გამოცდილი გასტრო-მორფოლოგის მიერ სტანდარტიზებული მორფოლოგიური კლასიფიკატორით.

წყარო: American College of Gastroenterology Guidelines Update: Diagnosis and Management of Celiac Disease, 2022

ავტორი: ზმნა

02/05/2026

გლუტენიდიაგნოსტირებაცელიაკიჯაბა ზარქუა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024