Logo

არის თუ არა ყავა ჩვენი მტერი წონის კლებისას? - კვების კონსულტანტი განმარტავს

არის თუ არა ყავა ჩვენი მტერი წონის კლებისას? - კვების კონსულტანტი განმარტავს

07/09/2026

ტექსტის ზომა

არის თუ არა ყავა ჩვენი მტერი წონის კლებისას? ეს ის კითხვა, რომელსაც კვების რეჟიმის შეცვლისას ვსვამთ და ხშირად განსხვავებულ და სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს ვიღებთ.


მაინც რა უნდა ქნას ყავის მოყვარულმა წონის კლების პროცესში? უარი უნდა თქვას დილის სასიამოვნო რუტინაზე, ყავის რაოდენობა უნდა შეამციროს, თუ ჩვეულებისამებრ განაგრძოს საყვარელ სასმელთან ურთიერთობა?

ყავა

კვების კონსულტანტი ნინო სოსელია zmna.ge - სთან განმარტავს, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ყავა ჩვენს მოკავშირედ წონაში კლების პროცესში და რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საყვარელმა სასმელმა ორგანიზმს ზედმეტი კალორიები არ დაუმატოს.

„არის თუ არა ყავა ჩვენი მტერი წონის კლების დროს?

ხშირად, როდესაც იწყებენ პროგრამას, მომხმარებლები მეკითხებიან: შემიძლია თუ არა დავლიო ყავა? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. არანაირი პრობლემა არ არის, შეგიძლიათ დალიოთ ყავა. უბრალოდ, ეს ყავა არ უნდა იყოს შაქრით, რძით, ნაღებით, სიროფით, ნაყინით (ზაფხულში ძალიან უყვართ ხოლმე). იმიტომ რომ, ეს უკვე კალორიაა. ხოლო ორგანიზმის მიერ ნებისმიერი კალორია, ის სითხიდან მიიღება თუ მყარი საკვებიდან, როგორც საკვები, ისე აღიქმება.

ყავა

ამიტომ, მთავარია კვება არ ჩავანაცვლოთ ყავით. ხოლო კვებებს შორის, შუალედებში, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი და არომატული ყავა," - გვირჩევს კვების კონსულტანტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

კალორიაკვების კონსულტანტინინო სოსელიაყავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026