ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"არც ერთი კონკრეტული პროდუქტი არ არის „სასწაულმოქმედი“, თუმცა, სწორ, დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებას ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ძუძუს ჯანმრთელობასა და ზოგად ონკოლოგიურ რისკებზე," - ამბობს ექიმი ონკოლოგი კახაბერ ბარამიძე და საკვების სწორად შერჩევასთან დაკავშირებულ იმ კითხვებზე აქვეყნებს პასუხებს, რომლებსაც პაციენტები ყველაზე ხშირად სვამენ.
კითხვები, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამენ პაციენტები:
არსებობს თუ არა ერთი კონკრეტული საკვები, რომელიც ძუძუს კიბოს თავიდან აგვაცილებს?
არა. ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებასთან, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასთან, ალკოჰოლის შეზღუდვასა და პროფილაქტიკურ მამოლოგიურ კონტროლთან ერთად, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.
მართლა „კვებავს“ შაქარი კიბოს?
არა. შაქარი პირდაპირ მხოლოდ კიბოს უჯრედებს არ „კვებავს“. თუმცა მისი ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს სიმსუქნეს, ინსულინრეზისტენტობასა და ქრონიკულ ანთებას, რაც ძუძუს კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.
საჭიროა თუ არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები?
რუტინულად — არა. ამჟამად არ არსებობს მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რომელიმე დანამატი ძუძუს კიბოს პრევენციას უზრუნველყოფს. მათი მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, კონკრეტული ჩვენების არსებობის შემთხვევაში.
რა უნდა ვჭამო ონკომამოლოგიური ოპერაციის შემდეგ?
რეკომენდებულია სრულფასოვანი კვება, რომელიც მდიდარია ცილებით, ბოსტნეულით, ხილით, სრულმარცვლოვანი პროდუქტებითა და ჯანსაღი ცხიმებით. ასეთი კვება ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებასა და ორგანიზმის აღდგენას.
რომელი საკვებია რეკომენდებული ქიმიოთერაპიის პერიოდში?
ადვილად მოსანელებელი, ცილებითა და ენერგიით მდიდარი, მრავალფეროვანი და უსაფრთხოდ მომზადებული საკვები, საკმარისი სითხის მიღებასთან ერთად. კვებითი რეჟიმი ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
რას გვირჩევს თანამედროვე მედიცინა?
ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვება დღეს ყველაზე მეტად არის მხარდაჭერილი სამეცნიერო მტკიცებულებებით. ყოველდღიურ რაციონში უპირატესობა მიანიჭეთ:
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:
არ არსებობს „ანტიკიბოს დიეტა“, „დეტოქსი“ , „სუპერპროდუქტი“ ან „სასწაულმოქმედი“ სასმელი, რომელიც პროფილაქტიკურ მამოლოგიურ კონტროლს ჩაანაცვლებს.
ძუძუს ჯანმრთელობის საუკეთესო ფორმულაა:
გახსოვდეთ: ჯანმრთელობა ერთი პროდუქტით არ იქმნება, ის ყოველდღიურად, ჩვენი სწორი არჩევანით, ჩვევებითა და ცხოვრების წესით ყალიბდება," - გვირჩევს ექიმი.
08/13/2026