ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ამბობს, რომ ადამიანის ასაკს წონის კლების ტემპისა და ხარისხის შეცვლაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
“დიახ, არსებობს ასეთი ასაკი... ეს არ არის მითი, ეს სინამდვილეა... ქალბატონებში ეს არის პრე მენოპაუზისა და კლიმაქტერიული პერიოდი, როცა ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტი ვითარდება და ამ დროს კვებასაც კი არ აქვს მნიშვნელობა...
ამ ასაკში, ქალმა შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეზღუდოს საკუთარ რაციონში, მაგრამ წონის კლება ვერ მოხერხდეს.
ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. როგორც წესი ფიზიკური აქტივობები საუკეთესო შედეგს იძლევა. თუნდაც ეს იყოს უბრალოდ ფეხით სიარული...

იგივე ეხებათ მამაკაცებსაც. 50 წლის ზემოთ ასაკის მამაკაცებისთვის, როცა ორგანიზმში იწყება გარკვეული ცვლილებები, წონის კლება შედარებით რთული ხდება.
მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არცერთ ასაკში ხელის ჩაქნევა არ შეიძლება იმიტომ, რომ წონის დაკლება ყველა ასაკში შესაძლებელია .
შემიძლია თამამად გაგიზიაროთ დედაჩემის მაგალითი. მან 62 წლის ასაკში ყოველგვარი ინექციების გარეშე დაიკლო 32 კგ. ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გამო მოუწია ამის გაკეთება და როცა დაჭირდა და მოინდომა, მან ეს შეძლო და დღეს ინარჩუნებს ამ წონას,” - თქვა ლაშა უჩავამ.
04/29/2026