ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ზარმაცი საკვერცხეები“ - ამ ტერმინით ბევრი ექიმი ჯერ კიდევ აშინებს პაციენტებს. თუმცა სამედიცინო სფეროში, მსგავსი დიაგნოზი არ არსებობს. ქალის საკვერცხეების მუშაობის ასეთი შეფასება ექიმის მიერ, პაციენტში შფოთვასა და გაურკვევლობას იწვევს, რადგან ბუნდოვანი მეტაფორის მიღმა სრულიად განსხვავებული მიზეზები იდგეს ჰორმონული დარღვევებიდან და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომიდან დაწყებული, საკვერცხის დაქვეითებული რეზერვით დასრულებული.
რას ნიშნავს სინამდვილეში, როდესაც საკვერცხე ოვულაციას არ ახდენს ან სტიმულაციაზე სუსტად რეაგირებს და რატომ არის მნიშვნელოვანი, ექიმმა პაციენტს კონკრეტული სამედიცინო მიზეზი აუხსნას? საკითხს გინეკოლოგი ეკა კვირკველია განმარტავს.

"არსებობს თუ არა „ზარმაცი საკვერცხეები“? - კიდევ ერთი სსრკ მედიცინის გადმონაშთი ფრაზა, რომელიც პაციენტების დისტრესს იწვევს.
მოკლე პასუხი - არა. „ზარმაცი საკვერცხეები“ სამედიცინო დიაგნოზი არ არის.
ამ ტერმინს ხშირად იყენებენ მაშინ, როდესაც საკვერცხე არ ახდენს ოვულაციას ან სუსტად რეაგირებს მედიკამენტებზე, თუმცა ამის უკან ყოველთვის კონკრეტული მიზეზი დგას. მაგალითად:

თუ საკვერცხე სტიმულაციის დროს მოსალოდნელზე ნაკლებად რეაგირებს, ამასაც აქვს სამედიცინო ტერმინი — poor ovarian response (საკვერცხის სუსტი პასუხი). ეს არ ნიშნავს, რომ საკვერცხე „ზარმაცია“, არამედ იმას, რომ მისი პასუხი კონკრეტულ პროტოკოლზე ან კონკრეტულ ციკლში შეზღუდულია.
ამიტომ, როდესაც გეუბნებიან: „ზარმაცი საკვერცხეები გაქვს“, აუცილებლად ჰკითხეთ — რა არის ამის კონკრეტული სამედიცინო მიზეზი? მედიცინაში დიაგნოზები ემყარება მტკიცებულებებს და არა მეტაფორებს," - განმარტავს ექიმი.
07/18/2026