ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"მონდომებული მსახიობი თავისი იმედებით" - ამერიკიდან ასე წარუდგინა თავი ქართველ მაყურებელს 50 წლის იუნა შაფთავამ. იუნა ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, თამამი ცხოვრების წესით, თავგადასავლების სიყვარულით, სტილით - ჩარჩოების გარეშე. ათი წელია ამერიკაში ცხოვრობს. გადის მსახიობებისთვის განკუთვნილ ქასთინგებს. მღერის...
მან იუთუარხს და გადაცემას - "უეჭველი ქართველია" ვრცელი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალღმერთივით ცხოვრობდა, დადგა დრო, რომ ერთი წიგნი დაეხურა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო.

იუნა შაფათავა: ხუთი ენა ვიცი, "ექსტრაორდინარი" ვიზით ვარ ამერიკაში. დავრბივარ ქასთინგებზე. ხვალაც მივდივარ ქასთინგზე. ჩვეულებრივი ფილმია. კოვიდის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ქასთინგი ვირტუალურ სამყაროში ტარდება. ყველაფერი შემთხვევითია და გამართლებაზეა ამ სფეროში.
ბევრს ვმღერი, რეპეტიციებს გავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ ელა ფიცჯერალდი ვარ და ხმა მაქვს, მაგრამ მე მაქვს გრძნობები, ეს სცენას უხდება. მაყურებელს გულწრფელობა უყვარს. ერთხელ შემომთავაზეს ვილიჯში სიმღერა. იქ ისეთი ცნობილი ადამიანები მღერიან, იმ სცენაზე ჩემი დადგომა - მკრეხელობა იქნებოდა, მაგრამ თუ არ გარისკე, ვერ გაიგებ. ჩემი მეგობარი ენტონი ძალიან მაგარი მუსიკოსია. ჩვენ რეპეტიციებს გავდივართ. მან იცის, რომ მე ვარ ემოციები. მეუბნება, "Babe, come on". მას ნამუშევარი აქვს დაიანა როსთან, ადამიანებთან, რომელთაც გრემის ალბომები აქვთ.
რას ვაკეთებდი ეს ათი წელი - ვმუშაობდი არტმოდელად, ვცეკვავდი, ვიმუშავე მიმტანად, ივენთებისთვის ბილეთებს ვყიდდი. გარდერობში ვიმუშავე, ტუალეტის კარი მეჭირა და პირსახოცებს ვაწვდიდი. სხვადასხვა ადგილებში დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ მე თავისუფალი გრაფიკი მჭირდებოდა.

ადრეულ ასაკში ქედმაღალი ვიყავი. ამპარტავნება ცოდვაა, ასე გვეუბნება ჩვენი სარწმუნოება. ახლა ვარ თავმდაბალი. ჰა, ამერიკამ ჩაგარტყა თავშიო? მეუბნებიან. არა, გავიზარდე. ზემოდან მიყურებია, მაგრამ მთავარია, სხვა არ განვსაჯოთ, არ განვიკითხოთ. რატომ განმსჯი? - ამერიკაში გეკითხებიან. რა შენი საქმეა ჩემი ცხოვრება?

არშემდგარი ვინ ხართ?
ვარ არშემდგარი ცოლი. ვერ შემდგარი დედა. ყველა ქალს არ შეუძლია თანაცხოვრება. ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება. ვიყავი ცოლი და ძალიან კარგი ცოლი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ და ვერ.
შვილი რომ არ გავაჩინე, ქალები მეუბნებიან, მხოლოდ რომ ჭრიჭინებ და ჭრიჭინებ, მერე, წლების შემდეგ ინანებო. მე არ შემხვდა მამაკაცი იდეალი, რომელსაც ჩემი შვილის მამად ვხედავდი.
მამაკაცებთან ურთიერთობას კლიტე დავადე და ჩემი სულიერი მოგზაურობის ნაწილია.

ყოველთვის ვამბობდი - ან ცეზარი ან არავინ. არასდროს ვმალავდი, რომ მიყვარდა მამაკაცებთან ურთიერთობა. როგორც თავისუფალ ქალს, ამაში ცოდვა არ მიმიძღვოდა, მაგრამ ჩემი სულიერი მოგზაურობიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ახლა ჩემთვის სჯობს, ვიყო მარტო. რა ვქნა, არ გამოჩნდა ცეზარი. მჯერა, რომ ნამდვილ სიყვარულთან მიწიერ ცხოვრებაში გადავიკვეთები, ეს წინ მაქვს. ვეძებ ცეზარისა და ალექსანდრე მაკედონელის ნაზავს.
მოუწერიათ, აუ, ვიტყვი, რა, რომ ვითომ შენთან სექსი მქონდაო. თქვი, ჩემგან რა მიდის, თუ ეს გაგაბედნიერებს, ერთით მეტი - ერთით ნაკლები...
გახსოვთ ვამბობდი, რატომ არ არის სექსში ოლიმპიადა, ოქროს მედალს ავიღებდი-მეთქი. მაგრამ ის დრო გავიდა. ახლა ჯიუტობაში და მიზანდასახულობაში ავიღებდი პირველ ადგილს.

07/17/2026