Logo

არტოსი - პური, რომელიც კვირაცხოვლობას ტაძრებში დარიგდება

არტოსი - პური, რომელიც კვირაცხოვლობას ტაძრებში დარიგდება

04/16/2026

ტექსტის ზომა

"არტოსი" ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.
ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულებით, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიაში დევს კანკელის წინ მაგიდაზე.

ამ დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმიდეს წარმოადგენს.

კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ. არტოსის მიღებამდე ვაბობთ - ქრისტე აღდგა!

არტოსი

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ, თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა.
მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები:

“აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა”.

მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: “ქრისტე აღსდგა”.
არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026