Logo

რელიგია

"არც კი სჯერათ, რომ ხელში ბავშვი უჭირავთ" - რწმენა, აკვანი და წაჩხურუს ფეხშიშველი მომლოცველები

"არც კი სჯერათ, რომ ხელში ბავშვი უჭირავთ" - რწმენა, აკვანი და წაჩხურუს ფეხშიშველი მომლოცველები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რწმენა მთებს ძრავს. რწმენით ავადმყოფიც იკურნება, უშვილოს კი, შვილს ჩუქნის უფალი. საქართველოში ბევრი სასწაულმოქმედი ტაძარი და ხატია, რომელიც გულიდან წამოსულ ლოცვასა და თხოვნას იწირავს.

ერთ-ერთი სანახაობრივი ტრადიცია წაჩხურობაა. მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ წაჩხურუში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აკვნებით მისული უშვილო წყვილები უფალს მოწყალებას, შვილის ჩუქებას ევედრებიან.

დღესასწაული აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება და მას წაჩხურობას ეძახიან. აკვნებით მისული უშვილო წყვილები, იმედით და რწმენით დგანან და ლოცულობენ. მომდევნო წლებში კი, როცა უკვე შვილები მიეცემათ, მადლობის სათქმელად ადიან ტაძარში.

წაჩხურუ

დიაკვანი ანანია კალანდია "ზმნასთან" ამბობს, რომ წლიდან წლამდე, სამადლობელოდ მონასტერში 1300-1400 ადამიანი ადის.

ამ ტაძარში უშვილო წყვილების აკვნით მისვლის ტრადიცია, სათავეს წარმართობის დროიდან იღებს.

წაჩხურუ

დიაკვანი ანანია კალანდია: "არსებობს ლეგენდა, მიწაზე მომუშავე გლეხს გამოცხადება ჰქონდა. მას ეუწყა, რომ მალე მშობელი გახდებოდა. ეს გლეხი გახარებული აცეკვებულა. სოფელსაც შეატყობინა ამის შესახებ, რომ სასწაულებრივი ხილვა ჰქონდა და დღისით, მზისით გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც მის სუფრასთან იჯდა, მაგრამ მერე საით წავიდა, თვალი ვერ მოჰკრა. როგორც მერე გაირკვა, ეს მახარობელი მთავარანგელოზი გაბრიელი იყო.

წაჩხურობა

იმ წარმართულ დროში ერთ-ერთი კერპი - აკვანი იყო. სურვილებს იფიქრებდნენ და აკვანს სკვნილებს უკეთებდნენ, თაყვანს სცემდნენ. როცა ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოვიდა და ადგილები მოიარა, ამ ადგილასაც იყო. მან დაამსხვრია ეს კერპი.

დიაკვანი ანანია კალანდია

ამ ადგილას პირველი ამოსულა მაია გაგუა, ფეხშიშველი.

რადგან გლეხები ფეხშიშველი შრომობდნენ მიწაზე, ამ ტაძარში ფეხშიშველი ამოსვლაც იქიდან მოდის. ბავშვი და აკვანი ერთმანეთთან ასოცირდება, აკვნის ტაძარში მიტანის ტრადიციაც, სათავეს წარმართული დროიდან იღებს.

ახლა ვაფიქსირებთ, წელიწადში რამდენი წყვილი ამოდის.

ყოველ ხუთშაბათს ტარდება წირვა.

მოდიან 45-50 წლის ქალბატონები, უკვე შვილებით და არც კი სჯერათ, რომ ხელში ბავშვი უჭირავთ.

წაჩხურობა

- სად მიგაქვთ შეწირული აკვნები?

- არიან ოჯახები, სადაც ბევრი შვილიშვილი ჰყავთ, მრავალშვილიანი ოჯახები არიან, მათ ვურიგებთ ამ აკვნებს. ვურიგებთ საბავშვო ბაღებს, საბავშვო სახლებს, ვინც ითხოვს, ყველას ვურიგებთ. ამ აკვნებთან ისე აქვთ მიზიდულობა, იმ დღესვე რიგდება ყველა. სჯერათ, თუ ამ სამადლობელად მოტანილ, ნალოც აკვანს მიიტანენ უშვილოსთან, შვილი გაუჩნდებათ. ასეც ხდება, მთავარია რწმენა!

ამ ტრადიციის მოშლა ძნელია. რწმენით მოდიხარ და უფალი გისმენს. სასწაულებრივად მოგეცემა...

წაჩხურობაწაჩხურობა

ვიდეო

ავტორი: ზმნა

07/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024