Logo

"არც ოჯახის შექმნას ვნანობ და არც დანგრევას" - ნინი ბადურაშვილი

"არც ოჯახის შექმნას ვნანობ და არც დანგრევას" - ნინი ბადურაშვილი

05/11/2026

ტექსტის ზომა

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია", ახალგაზრდა ასაკში შექმნილ და მალევე დანგრეულ ოჯახზე ისაუბრა. როგორც მომღერალმა თქვა, გადაწყვეტილება ნაჩქარევად, მომავალი მეუღლის გაცნობიდან ძალიან მალე მიიღო.
" ვერ გადავწყვიტე, ჩემს პირად ცხოვრებაში რა და როგორ უნდა ყოფილიყო... მერე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან მესიმპათიურა, ძალიან მომეწონა და მისით აღვფრთოვანდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. ძალიან ცოტა დრო იყო გასული... ვფიქრობ ახლა თვითონაც ასე ფიქრობს.
წამყვანის კითხვაზე ოჯახის შექმნას ნანობს თუ დანგრევას, ნინიმ უპასუხა- "ახლა არცერთს არ ვნანობ, არც შექმნას და არც დანგრევას, იმიტომ რომ ელენე არსებობს ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, ამ გადმოსახედიდან, ჩემი აზრით ეს ყველაფერი იყო ძალიან ნაჩქარევი."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასაკინინი ბადურაშვილიოჯახი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026