Logo

ტაბლოიდი

"არც სულიერი მოძღვარი მირჩევდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ" - ზურა ხაჩიძე ქორწინებაზე

"არც სულიერი მოძღვარი მირჩევდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ" - ზურა ხაჩიძე ქორწინებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზურა ხაჩიძესა და ხათუნა ჟორდანიას, მათი ქორწინების 21 წლისთავზე, დღემდე თან სდევთ ხმები, ჭორები, გაუთავებელი მითქმა-მოთქმა. ეს წყვილი, დღიდან ქორწინებისა, სულ განსჯის თემაა. ასაკობრივი სხვაობა, პოპულარობა, ცნობილი ოჯახი, სკანდალები - ეს ყველაფერი მუდმივ ინტერესსა და გამჭვირვალე, შუშის სახლში ცხოვრებას ნიშნავს. ასე მოდიან დღემდე.

ნოესთან საუბრისას, ზურა სხვადასხვა თემასთან ერთად, ამასაც შეეხო.

ზურა ხაჩიძე: სულ ჩემზე დიდებთან ვმეგობრობდი. მათთან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ჩემმა გავლილმა ცხოვრებამ, მეგობრებმა, გარემომ განაპირობა ჩვენი ურთიერთობა.

როგორც ხათუნა ჩემზე ამბობს, ჩემს ასაკთან შედარებით, ბევრი ღირებული თვისება იპოვა ჩემში. ბევრი რამ აღმოვაჩინე შენში, რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო, ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო. ვიღაცებს ჰგონიათ, ძალიან ადვილი გადასადგმელი იყო ის ნაბიჯი, ცოლად რომ მოვიყვანე. არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები, რომ ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა, მათ შორის, არც ჩემი სულიერი მოძღვარი. გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე. არ მირჩევდა, რომ ეგ ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ მე მიყვარდა, გადავდგი ეს ნაბიჯი და აგე უკვე 21 წელია ერთად ვართ.

მამა სერაფიმე

ხათუნაზე მარტო მე კი არა, მთელი თბილისი შეყვარებული იყო იმ წლებში, როცა გავიცანი. იმის მერე ერთად ვართ - 20 წელია ქორწინებაში და 25 წელია, რაც ვიცნობთ ერთმანეთს.

ავტორი: ზმნა

05/18/2026