Logo

საზოგადოება

"ასე გადავრჩი დახრჩობას" - მაია ასათიანი

"ასე გადავრჩი დახრჩობას" - მაია ასათიანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მაია ასათიანმა, სოციალურ ქსელში, თავის გამომწერებს მოუყვა ისტორია, თუ როგორ ისწავლა ცურვა ბიჭვინთაში. ჟურნალისტი ამ ისტორიას ადარებს ცხოვრებისეულ შემთხვევებს, როცა უმოძრაოდ და ხელ-ფეხის გაუნძრევლად, არასდროს არაფერი გამოდის.

მაია ასათიანი: ნეტა, ეს ამბავი წიგნში რატომ არ შევიტანე?

მთელი ცხოვრებაა წყალი ჩემი მთავარი სტიქიაა, განსაკუთრებით - შავი ზღვა.

სამი წლის ვიყავი, პირველად ზღვა რომ ვნახე და დღესაც მახსოვს მომენტი, როცა მითხრეს, ხვალ მატარებელში ჩავსხდებით და ზღვაზე წავალთო. ბიჭვინთაში მივდიოდით. დედა 22 წლის იყო. ბებია და პაპა, დედას ჩემთან ერთად, მარტო არ უშვებდნენ, რადგან დედაც ბავშვი იყო.

მახსოვს შეგრძნება, პირველად რომ გავედით პლაჟზე, რგოლით, ლეიბით.

ტანსაცმლით ვდურთე თავი წყალში. ცურვა არ ვიცოდი და ბუნებრივია, წყალში ჩავიძირე და პაპამ შავი კიკინით ამომიყვანა.

22 წლის დედამ კი, ასე გადაწყვიტა ჩემთვის ცურვა ესწავლებინა:

ლეიბით გამიყვანა შორს და უთქმელად გადამაგდო ზღვაში. არ დამავიწყდება ის კატასტროფული შიში, როცა ჩაძირვა დავიწყე, თვითონ კი ზევიდან მიყვიროდა - ხელი და ფეხი გაანძრიეო. პლაჟიდან პაპა უყვიროდა - ნინო, რას აკეთებო! დედა ეძახდა, წყალში არ შემოხვიდეო.

მახსოვს, როგორ დავიწყე ძაღლივით ჭყაპა-ჭყუპი. თან გავხედე, ნაპირი ხომ ახლოს არის-მეთქი. რაღაც მომენტში დავამუღამე, რომ კორპუსს თუ გავასწორებდი, სწარაფად გავცურავდი, პირს თუ დავკეტავდი და თავს წყალში ჩავყოფდი, უფრო კომფორტული იქნებოდა. ხელებს თუ მოვიქნევდი და ფეხებს ავაჭყაპუნებდი, ბევრად სწრაფი ცურვა შემეძლებოდა.

ნაპირზე უკვე, როგორც გამარჯვებული, ისე ამოვედი...

ასე ვისწავლე ცურვა. მას შემდეგ ყოველთვის, როცა მღვრიე მორევში აღმოვჩნდები, ზუსტად ვიცი, რომ ხელ-ფეხი უნდა გავანძრიო; ზუსტად ვიცი, ლოგინში წოლით და ჭერში ყურებით, არაფერი შეიცვლება. ეს ისტორია სწორედ ამიტომ მოვყევი.

დედაჩემი 69 წლისაა, სამივე შვილზე მაგრად ცურავს. დილის 6 საათზე დგება და მზის ამოსვლას წყლის სიღრმეში ხვდება. ჩვენი საყვარელი საქმიანობა - ღრმა წყალში შესვლა და იქ ჭორაობაა...

ასე გადავრჩი დახრჩობას. მას შემდეგ ვიცი, რომ მოძრაობაშია გადარჩენა.

ავტორი: ზმნა

07/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024